Digest Logo

🎥 „ჩემი ფავორიტია, თუმცა შესრულებაზე არასდროს მიფიქრია...“ - გიული ჩოხელის სიმღერაზე ამღერებული ბარბარა სამხარაძე

1768237643
ბარბარა სამხარაძე

25 წლის მომღერალი ბარბარა სამხარაძე საზოგადოებამ პროექტ „ნიჭიერიდან“ გაიცნო. მან სცენაზე პირველივე გამოჩენისთანავე შეაყვარა მაყურებელს თავი და მათი მხარდაჭერით, პროექტის გამარჯვებულიც გახდა. მას შემდეგ წლები გავიდა, ბარბარა გაიზარდა, დაიხვეწა, ბოლო დროს საკმაოდ გახდა და საკუთარი მუსიკალური სტუდიაც ჩამოაყალიბა.

ამჯერად მომღერალმა სოციალურ ქსელში ახალი ვიდეო გაავრცელა, სადაც გიული ჩოხელის სიმღერას ასრულებს:

„გავბედე და გენიალური გიული ჩოხელის სიმღერას შევეჭიდე.

წლებია ეს სიმღერა ჩემი ფავორიტია, თუმცა შესრულებაზე არასდროს მიფიქრია, მისი სიმარტივის-სირთულიდან გამომდინარე.

მარტივია მოსმენა, მაგრამ რთულია შესრულება“, - წერს ბარბარა სამხარაძე.

აგრეთვე დაგაინტერესებთ:

„ნამწვი მიიტანეთ ახალგაზრდა ხესთან და ფრთხილად ჩაფლეთ ფესვებთან...“ - 14 იანვარს ჩასატარებელი ფულის მოსაზიდი რიტუალი

„ყველაფერი ადამიანის არჩევანია, მხოლოდ ჩვენ ვხდით ჩვენს ცხოვრებას ბედნიერს ან უბედურს“ - რას წერს თამარ კვარაცხელია

„ყოველი დანახვისას ჩაიფიქრე ფინანსური სურვილი, კვირაში ერთხელ გაასუფთავე...“ - თამუნა იოსელიანი ფანჯრის მინის რიტუალზე