ასტროლოგი, რომელიც სოციალურ ქსელში დარეგისტრირებულ გვერდს „ასტროლოგია ეზოტერიკა“ მართავს, „ფეისბუკზე“ იანვრის ასტროლოგიურ პროგნოზს გვთავაზობს და ცის კაბადონზე მოსალოდნელ ცვლილებებზე გვესაუბრება:
„იანვრის მთავარი მოვლენა — ნეპტუნის ინგრესიაა (გადასვლა). 26 იანვარს სიზმრების, ბურუსისა და კოლექტიური არაცნობიერის პლანეტა თევზებიდან ვერძში გადადის.
ეს მოვლენა ასრულებს ნეპტუნის ხანგრძლივ ყოფნას თევზებში, რომელიც შორეულ 2011 წელს დაიწყო. შეიძლება ითქვას, რომ თევზების „სავანეში“ გატარებული 14 წლის განმავლობაში, ნეპტუნმა სამყარო ერთგვარ ბულიონად აქცია, გაადნო რა მასში ყველა ზნეობრივი ორიენტირი, ნებისყოფა და ლოგიკა. ყველაფერი ეს ფხვიერი და უფორმო გახდა, ჩაეფლო ნეპტუნისეულ გარემოში, როგორც ჭაობში.
ახლა სამყარო შედის ვერძში ნეპტუნის 14-წლიან პერიოდში, რომელიც ნამდვილ „შენჯღრევად“, ყველა მექანიზმისა და ზნეობრივი საყრდენის თავიდან შეკრების, კაცობრიობის ძილისგან გლობალური გამოღვიძების პერიოდი იქნება. გონების ძილს ურჩხულები შობს და ეს ძილი სწორედ თევზებში მოხდა.
ვერძი — მეომარი, ცხელი და ფეთქებადია. უკვე ისმის ამ გაღვიძებული ვულკანის მიწისქვეშა ბიძგები. ვერძი წესრიგს არ დაამყარებს, არამც და არამც, სავარაუდოდ — პირიქით. მაგრამ ჭაობის საერთო ენერგეტიკა რაღაც ენერგიულად მძლავრით შეიცვლება.
თუ ანდაზას გადავაკეთებთ, შეიძლება ითქვას, რომ სამყარო „ნაღვერდალიდან ცეცხლში“ ვარდება. ეს კაცობრიობას გამოიყვანს ლეთარგიიდან, რომელიც ზღაპრულ ფილმში ასეა გამოხატული: „რა თავისუფლება, რა ტყვეობა — სულ ერთია“. ვერძში ჩადებულია წარმოუდგენელი ენერგიის წყარო, ეს არის ნიშანი-„პირველმამოძრავებელი“, რომელიც ადუნებულ მატერიას აჩქარებს და იმპულსს აძლევს.
მე მიხარია ახალი, გამომაფხიზლებელი ენერგიები, თუმცა მესმის, რომ ადვილი არ იქნება. ჩემთვის ახლობელია პოეტის სიტყვები: „სჯობს ყინულჭრილში იფართხალო, ვიდრე თაფლივით წებოვან სიცრუეში“.
ვფიქრობ, ნეპტუნის საკუთარი ნიშნიდან წასვლა გაუხარდებათ თევზებს და ყველას, ვისაც პლანეტები ამ ნიშანში ჰყავს, რადგან ნეპტუნის გამრეცხი, დამათრობელი ენერგიები მძიმეა, თუმცა თავდაპირველად შეიძლება სასიამოვნო ჩანდეს.
ნისლების მბრძანებელს ვერძები ხვდებიან და, შესაძლოა, თქვენს ცხოვრებაში ქაოსი მოიმატებს. სამაგიეროდ მათთვის, ვინც ჭეშმარიტებას ეძებს, ის უახლოეს მომავალში გაიხსნება. ბევრი დაფარული რამ გაცხადდება და გასაგები გახდება და ვერძებიც, ისევე როგორც ყველა ჩვენგანი, გაოცდებიან: როგორ ვერ ვამჩნევდით ამას აქამდე?
ნეპტუნი მთელი ძალით შეეხება ადრეულ ვერძებს, ასევე ადრეულ თხის რქებს, კირჩხიბებსა და სასწორებს და მათ, ვისაც პირადი პლანეტები ამ ნიშნების დასაწყისში ჰყავთ.
18 იანვრამდე ცაზე თხის რქა იზეიმებს. ამ ნიშანში იმყოფება მზე, მარსი, ვენერა, მერკური, ხოლო 16-18 იანვარს მათ მთვარეც შეუერთდება. თხის რქა — ეს არის ნიშანი, რომელიც გვაიძულებს დავისახოთ მიზნები და ვიშრომოთ, ეს არის სტრუქტურის, პასუხისმგებლობისა და თვითდისციპლინის ნიშანი.
განსაკუთრებული ძალა ექნება ახალმთვარეობას 18 იანვარს, როდესაც ყველა პლანეტა თხის რქის ბოლოში შეერთდება. ეს ახალმთვარეობა შეიძლება გახდეს კარიერაში, სამსახურსა და ბედის ზოგად დინებაში ცვლილებების დრაივერი. დაისახეთ მაღალი მიზნები!
17 იანვარს ვენერა მერწყულის ნიშანში გადავა და მოგვიტანს თავისუფლების, ნოვატორობისა და ორიგინალურობის სულისკვეთებას. სიყვარულის ქალღმერთი შეწყვეტს სიმძიმეს (ე.წ. „სულხუთვას“) და გახდება უფრო მსუბუქი და ავანტიურული. მერწყულში ვენერას დროს ურთიერთობები უკეთ წარიმართება მეგობრობიდან და საერთო ინტერესებიდან გამომდინარე.
სასიამოვნო ესტაფეტა თხის რქებისგან, ქალწულებისა და კუროებისგან გადაეცემათ მერწყულებს და მათ „ჰაეროვან ძმებს“- სასწორებსა და ტყუპებს.
20 იანვარს თხის რქიდან მერწყულში გადადის ასევე მზე და მერკური. ვალდებულების გრძნობა შესუსტებას დაიწყებს და ადგილს გაუთავისუფლებს მეგობრობასა და თავგადასავლებს. 23 იანვარს კი მერწყულში გადადის მარსიც.
ამგვარად, თხის რქას უშვებს იმ პლანეტების გავლენა, რომლებიც მოქმედებასა და სიამოვნების მიღებას აიძულებდნენ და ახლა მთელი ეს მხიარული კომპანია გაახარებს და „ააჩქარებს“ მერწყულებს, ასევე კუროებს, ლომებსა და მორიელებს“, - წერია გავრცელებულ ინფორმაციაში.
აგრეთვე დაგაინტერესებთ: