თბილისში 50 წლის ქალს - ირინა მინაშვილს ეძებენ. ინფორმაციას სოციალურ ქსელში ქალის ოჯახის ახლობლები ავრცელებენ.
როგორც პოსტიდან ირკვევა, ირინა მინაშვილი სიონის ტაძრის მრევლია.
„ვეძებთ ირინას!!!
სახლიდან გავიდა 30 ივლისს - თბილისი. გრიბოედოვის ქუჩა.
მობილური თან არ აქვს. ჩართულია პოლიცია.
მოვიკითხეთ ყველა შესაძლო ადგილას. მათ შორის, მცხეთის დედათა მონასტერში. ირინა არის სიონის ტაძრის მრევლი.
თუ ვინმეს შეგხვდებათ, გთხოვთ, არ მიატოვოთ, გამოელაპარაკეთ, დააყოვნეთ, და სასწრაფოდ გვაცნობეთ", - წერენ ახლობლები.
ინფორმაციის შემთხვევაში, შეგიძლიათ, დარეკოთ ნომრებზე:
577721551 ან 599263443“, - წერია გავრცელებულ ინფორმაციაში.
ასევე დაგაინტერესებთ:
⭕ „ცოტამ თუ იცის, რა არის ნამდვილი სოფელი...“ - რას წერს გიორგი კეკელიძე