ბიოეთიკა არის ეთიკის დარგი, რომელიც შეისწავლის ადამიანის ჩარევას სიცოცხლეში, ბიოლოგიასა და მედიცინაში წამოჭრილ მორალურ და ზნეობრივ პრობლემებს. ის იკვლევს ისეთ რთულ მორალურ და სამართლებრივ დილემებს როგორიცაა: ევთანაზია, ორგანოთა ტრანსპლანტაცია და გადანერგვა, გენეტიკური ინჟინერია და კლონირება, ექიმსა და პაციენტს შორის ურთიერთობა, რეპროდუქციული ტექნოლოგიები და კლინიკური კვლევები.
ათენის იოანე კაპოდისტრიასის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის თეოლოგიის ფაკულტეტის მაგისტრი, სისტემური თეოლოგიის, ქრისტიანული ეთიკისა და ბიოეთიკის მიმართულებით, ამავე უნივერსიტეტის დოქტორანტი ნინო საძაგლიშვილი პოდკასტის „წყობილსიტყვა“ სტუმარი იყო, სადაც სიცოცხლისა და სიკვდილის შესახებ ქართულ ტრადიციულ წარმოდგენებზე, ინ-ვიტრო განაყოფიერებაზე, სუროგაციაზე, ევთანაზიაზე, ქართული მედიცინის ისტორიასა და კარაბადინებზე ისაუბრა:
„საბერძნეთის ეკლესიის სინოდური ოქმები რომ დავიმოწმოთ, არ კრძალავს, აი, აკრძალვა რასაც ჰქვია ამ ინ-ვიტროს, უბრალოდ იქ განხილული არის საკითხები ქორწინების, ორი ადამიანის, ორი პიროვნების კავშირის საკრალურობის, საეკლესიო ასპექტებია, ეკლესიოლოგიური პერსპექტივებია იქ განხილული ქორწინების და საფრთხილოდ მიიჩნევს მესამე პირის შემოსვლას ამ კავშირში. ამ შემთხვევაში დონორზეა საუბარი და ამ უფრო ფსიქოლოგიურ აქცენტებს აკეთებს, რომ როგორ შეიძლება წყვილის ურთიერთობაზე აისახოს ეს პროცესი და კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ფრაგმენტია საბერძნეთის ოქმებში ხაზგასმული, საქართველოში არ გვაქვს მსგავსი სინოდური ოქმი და ამიტომ ვიმოწმებ საბერძნეთისას, თუმცა რადგანაც ჩვენ ორივე მართლმადიდებელი ქვეყანა ვართ, ორივე ქვეყნისთვის იგივე პრინციპებია და ამიტომ შეგვიძლია დავიმოწმოთ საბერძნეთის ოქმები.
ხაზგასმულია ძალიან საინტერესო მომენტი, იყო ასეთი ფუნდამენტალისტური მიდგომები, რომ თითქოს მრუშობად შეგვიძლია მივიჩნიოთ და არანაირად, საბერძნეთის ეკლესია ამბობს, რომ რადგანაც ცოლქმრობა განიხილება სიყვარულის კავშირად, ემოციური ბმის ურთიერთმიმართების კავშირად ეკლესიაში, იქ სადაც არ არსებობს პიროვნული გადაკვეთა, აქ ვერ ვისაუბრებთ მრუშობაზე, როცა არის საუბარი მხოლოდ ბიოლოგიური მასალის აღებაზე და ამით გაანეიტრალეს ეს ცოდვის ასპექტში განხილვა, მაგრამ აქცენტი დაიშვა ფსიქოლოგიურ გავლენებზე, ანუ როგორ აისახება თვითონ დედაზე, როგორ აისახება თვითონ ბავშვზეც.
სუროგაციას ახლა რატომ ვეწინააღმდეგებით, იმიტომ ხომ არა, რომ ჩვენ გვინდა, რომ უშვილო წყვილები იყვნენ? არც ბიოეთიკის საბჭო ეთანხმება ასე ხელაღებით, არც ეკლესია, იმიტომ, რომ ადამიანი არ არის მხოლოდ ანატომიური ბიოლოგიური არსება, ის არის ფსიქოლოგიური, სულიერი არსება სხეულებრივთან ერთად და ეს პროცესები კვალს ტოვებს მასზე და ჩვენ უპირველეს ყოვლისა, ვუფრთხილდებით თავად ადამიანს და აქედან გამომდინარე ფრთხილობს ეკლესია.
ცხადია გენეტიკურად ეს ბავშვი სუროგატი დედის არ არის, მაგრამ უბრალოდ რომ გაზარდო ბავშვი, მასთან გაქვს ფსიქოლოგიური ბმა და წარმომიდგენია, ახლა ცხრა თვე რომ ატარო და შესაძლებელია, რომ ამ დედას გაუჩნდეს მასთან რაღაცა ბმა ემოციური და აქედან გამომდინარე ვფრთხილობთ. აკრძალვაზე საუბარი არ არის, მაგრამ სუროგაციაზე მკაცრი რეგულაციები შემუშავდა, საქართველო არის ქვეყანა, რომელშიც ეს რეპროდუქციული ტურიზმი ეგრეთ წოდებული ჯერ კიდევ არსებობს და უცხო ქვეყნებიდან შემოდიან სუროგაციისთვის და მერე ეს ბავშვების გაყვანა საზღვარზე, მთელი პროცესებია და მოკლედ, საფრთხილო საკითხია, ყველაზე რთული საკითხია რეპროდუქციის საკითხებში“, - ამბობს ნინო საძაგლიშვილი.
ვრცლად, იხილეთ ვიდეო 👇
ასევე დაგაინტერესებთ: