Digest Logo

არნე სლოტი: მამარდაშვილი მომდევნო კვირები ვერ ითამაშებს

1777058413
არნე სლოტი

„ლივერპულის“ მთავარმა მწვრთნელმა არნე სლოტმა განაცხადა, რომ გიორგი მამარდაშვილი მომდევნო კვირების განმავლობაში ვერ ითამაშებს.

„კრისტალ პალასთან“ მატჩისწინა პრესკონფერენციაზე ნიდერლანდელი არ დაკონკრეტებულა ზუსტად რამდენ ხანს იუქმებს ქართველი მეკარე, მაგრამ უახლოეს მომავალში რომ ვერ გავა მოედანზე, ეს დაადასტურა.

გიორგი ხვალ ნამდვილად არ იქნება ხელმისაწვდომი და არც მომდევნო კვირების განმავლობაში. ალისონი კი მალე დაბრუნდება, ვნახოთ, ხვალ თამაშს შეძლებს თუ არა“, - აღნიშნა სლოტმა.

შეგახსენებთ, გიორგი მამარდაშვილს მიმდინარე სეზონში ყველა ტურნირზე 18 მატჩი აქვს ჩატარებული: პრემიერლიგაში - 8, ჩემპიონთა ლიგაზე - 7, ასოციაციის თასზე 2 და ინგლისის ლიგის თასზე - 1. ქართველ მეკარეს 3-ჯერ აქვს კარი მშრალად შენახული.

„ლივერპული“ პრემიერლიგაში 33 ტურის შემდეგ 55 ქულით მეხუთე ადგილზეა და მომდევნო ტურში 25 აპრილს, „კრისტალ პალასს“ უმასპინძლებს.

⭕ ასევე დაგაინტერესებთ:

⭕ „ის არ არის ბრაზილიელი, სხვა ტიპის მოთამაშეა, მეომარია“ - ლუის ენრიკე კვარაცხელიაზე

🎥 „ვვარდები მანქანით წყალში 15 მეტრი სიმაღლიდან!...“ - ადამიანის სიცოცხლისთვის საშიში 4 აქტივობა გიგი ქათამაძისგან

⭕ რა არის თქვენი წარსული ცხოვრების კარმა დაბადების თარიღის მიხედვით?