Digest Logo

„ის არ არის ბრაზილიელი, სხვა ტიპის მოთამაშეა, მეომარია“ - ლუის ენრიკე კვარაცხელიაზე

1777056716
ლუის ენრიკე კვარაცხელიაზე

„პარი სენ-ჟერმენის“ მთავარმა მწვრთნელმა ლუის ენრიკემ „ანჟერთან“ მატჩამდე პრესკონფერენცია გამართა და ხვიჩა კვარაცხელიაზეც ისაუბრა.

როგორც მან აღნიშნა, მწვრთნელისთვის სიამოვნებაა გუნდში მისნაირი ფეხბურთელის ყოლა.

„თქვენ კვარაცხელიათი ხართ დაინტერესებული, მაგრამ ის ბრაზილიელი არ არის (ჟურნალისტი ბრაზილიელია). ის სხვა ტიპის მოთამაშეა. ვიცოდით მისი თვისებების შესახებ. ის მეომარია, ბურთით დადებით ემოციებს გადმოსცემს. როდესაც მასთან კონტრაქტი გავაფორმეთ, უკვე ვიცოდით მისი თვისებები. ის არის მოთამაშე, რომელსაც ბურთის მიმართ ძალიან პოზიტიური დამოკიდებულება აქვს, როდესაც ასეთი ტიპის მოთამაშე გყავს, მწვრთნელისთვის ეს ნამდვილი სიამოვნებაა“, - განაცხადა ლუის ენრიკემ.

შეგახსენებთ, ხვიჩა კვარაცხელიას ლიგა 1-ის 25 მატჩში 7 გოლი აქვს გატანილი და 4 საგოლე პასი გააკეთა. ყველა ტურნირზე მისი მონაგარი 42 შეხვედრაში 16 გოლი და 9 საგოლე პასია.

„პარი სენ-ჟერმენმა“ 66 ქულა დააგროვა და უახლოეს მდევარ „ლანსს“ 4 ქულით გაასწრო, სეზონის დასრულებამდე კი, 4 ტური რჩება, თუმცა, პსჟ-სა და „ლანსს“ ხუთ-ხუთი მატჩი დარჩათ სათამაშო, რადგან მათი დაპირისპირებაც გადადებულია. პარიზელები მომდევნო ტურში 25 აპრილს, „ანჟერს“ ესტუმრებიან. 

⭕ ასევე დაგაინტერესებთ:

⭕ „უმშვენიერესო“ - ევა ბარბაქაძე ახალ კადრებს გვიზიარებს

⭕ მოცეკვავე სალომე ჭაჭუა დედა გახდა - „მადლობა უფალო ამ უსაზღვრო სიყვარულისთვის“

🎥 „შეიძლება ჩვენ თვითონ გავხადოთ პარტნიორი მანიპულატორი“ - როგორ ამოვიცნოთ ასეთი ადამიანი?