Digest Logo

არქიმანდრიტი იოვანე მჭედლიშვილი: ამ დღეს, მთელ კაცობრიობას ეხარა, რომ მაცხოვარი მესია მოევლინებოდა ქვეყნიერებას

1775539704
არქიმანდრიტი იოვანე მჭედლიშვილი

„ამ დღეს გალილეის ქალაქ ნაზარეთში ყოვლადწმინდა ქალწულ მარიამს გამოეცხადა მთავარანგელოზი გაბრიელი. ამ დღეს, მთელ კაცობრიობას ეხარა, რომ მაცხოვარი მესია მოევლინებოდა ქვეყნიერებას“, - ამის შესახებ სამების საკათედრო ტაძრის მღვდელმსახურმა, არქიმანდრიტმა იოვანე მჭედლიშვილმა ხარების დღესასწაულთან დაკავშირებით განაცხადა.

მისი თქმით, ყველა ტაძარში ტარდება სადღესასწაულო მსახურებები.

„სიონის საპატრიარქო ტაძარში 10:00 საათზე პატრიარქის მოსაყდრე, მეუფე შიო აღავლენს წირვას და სამების საკათედრო ტაძარშიც 10:00 საათზე დაიწყება მსახურება“, - აღნიშნა არქიმანდრიტმა. 

⭕ ასევე დაგაინტერესებთ:

⭕„სწორედ დღის ამ პერიოდშია სასურველი მნიშვნელოვანი საქმეების დაწყება“ - 7 აპრილის ასტროლოგიური პროგნოზი

⭕როგორი ამინდია მოსალოდნელი 7 აპრილს საქართველოში - პროგნოზი ქალაქების მიხედვით