2022 წელს მკვლევარი ერეკლე შონია გადაცემის „სხვა რაკურსი გია ჯაჯანიძესთან ერთად“ სტუმარი იყო, სადაც მან დაუჯერებელი ამბებზე ისაუბრა. მისი თქმით, ჯერ კიდევ მაშინ, სანამ კორონავირუსი დედამიწას მოედებოდა, მან და მისმა კოლეგებმა კარგად იცოდნენ, რომ საზოგადოება უდიდესი პანდემიის პირისპირ დადგებოდა.
ეს ინფორმაცია კი ერთ-ერთი ადამიანისგან შეიტყო, რომელსაც ცერებრალური დამბლა ჰქონდა და ხილვები, მათ შორის წმინდა ძალებთან.
„მივხვდით, რომ მოდის ძალიან დიდი ცვლილებების პერიოდი კაცობრიობისთვის. მთელი ეს ინფორმაცია, რაც ადამიანების სახით მოდიოდა, ჩაჯდა გარკვეულ ლოგიკურ ჯაჭვში და წელიწად-ნახევარია დავიწყეთ ინფორმაციის გაერთიანება და ადამიანებისთვის გადაცემა.
დიდი ომის შესახებ, რომელიც მოსალოდნელი იყო დედამიწაზე და შეცვლიდა ბევრ რამეს, 2019 წლამდე გროვდებოდა ინფორმაცია. 2019 წლის აპრილს, მოჰყავთ ერთი ადამიანი, რომელსაც გადატანილი ჰქონდა ცერებრალური დამბლა და ჰქონდა ხილვები, მათ შორის წმინდა ძალებთან.
ვეკითხებით რა გველოდება? ჩაწერილიც მაქვს ეს ყველაფერი. თქვა, ომი არ იქნება, იქნება დაავადება, რომელიც არის ხელოვნურად შექმნილი და მოედება მთლიანად დედამიწას. ჩვენ გადავრჩებითო, რატომ -მეთქი ვეკითხები და იმუნიტეტი გვაქვსო.
ამის შემდეგ მკვლევრის ფაზიდან გადავედი ჩვეულებრივი ადამიანის როლში, რომ რაც შეიძლება მეტი ადამიანი გავაფრთხილო, დავამშვიდო და დავაწყნარო.
კორონა არის გარკვეული ციკლური ვირუსი, რომელიც აქტიურდება დაძაბულ გარემოში, დაძაბულ ადამიანებში და საზოგადოებაში. საუბარია იმაზე, რომ ის გამოყოფილი უჯრედულ დონეზე ელექტრობა, მსგავს სიტუაციაში გრძნობს ადამიანს მემბრანულ დონეზე და იწყებს თვითგადარჩენას, გამრავლებას. ხოლო როცა ორგანიზმში სიმშვიდეა ის ვირუსი, რომელიც ჩვენი თანამდევია აღარ იწყებს აგზნებას.
კაცობრიობა ემბრიონული განვითარების ფაზაშია, ჩვენ გვგონია რაღაც ვიცით, სინამდვილეში კი ახლა ვიდგამთ ფეხს. არსებობენ სამყაროები, რომლებიც არიან მაღალ განვითარებულები, მათ ვყავართ ჩაბარებულები და კურირებენ ამ ყველაფერს, გვზრდიან და როცა საჭიროა გვაძლევენ ინფორმაციას“, - განაცხადა ერეკლე შონიამ.
აგრეთვე დაგაინტერესებთ:
🎥 როგორი ამინდი იქნება საქართველოში მომავალი კვირის განმავლობაში