Digest Logo

🎥 როგორი ამინდი იქნება საქართველოში მომავალი კვირის განმავლობაში

1709544092
ამინდი გაუარესდება

5-6 მარტს საქართველოში ძირითადად უნალექო ამინდია მოსალოდნელი. მოიმატებს ტემპერატურა, დასავლეთ საქართველოში 20 გრადუსამდე, აღმოსავლეთ საქართველოში კი 16 გრადუსამდე. 

6 მარტიდან დღის მეორე ნახევრიდან მთელს საქართველოში ელოდებიან ნალექს, ზოგიერთ რეგიონში კი ქარსაც. 

ამის შესახებ „იმედის დილაში“ ამინდის გრძელვადიანი პროგნოზების განყოფილების უფროსმა ხათუნა ქოქოსაძემ ისაუბრა.

„7 მარტს ველოდებით ამინდის გაუარესებას, დასავლეთ საქართველოსა და აღმოსავლეთის უმეტეს რეგიონში ველოდებით წვიმას. მთაში და მაღალ მთაში თოვლი, ზოგან შესაძლებელია ძლიერი. 

გაძლიერდება დასავლეთ მიმართულების ქარი, დაახლოებით 20 მეტრ/წამამდე. აღმოსავლეთ საქართველოში უფრო ძლიერ ქარს, გორი-სურამის მონაკვეთზე, მათ შორის თბილისშიც 20-25 მეტრ/წამი.

თბილისის გარეუბნებში შესაძლებელია 27-28  მეტრ/წამამდე გაიზარდოს ქარის სიძლიერე“, - განაცხადა ხათუნა ქოქოსაძემ.

 აგრეთვე დაგაინტერესებთ:

„ახლა თქვენი დროა! გაზრდით ავტორიტეტს“ - როგორია მიმდინარე ასტროლოგიური პროგნოზი ზოდიაქოს თითოეული ნიშნისთვის

„დედამიწა უარყოფით ენერგოველში გადავა, რის გამოც ყველა ზოდიაქოს ნიშანს მართებს მეტი ყურადღება და სიფრთხილე“ - მიხეილ ცაგარელის გაფრთხილება

ქობულეთში ქალი ხიდიდან მდინარეში გადავარდა