
როგორია ფინანსებთან ურთიერთობაში ლოლა წერეთელი, რა დაეხმარა მას რთული მდგომარეობის შემდეგ ფეხზე წამოდგომაში და რაში არ ენანება თანხის გადახდა, აღნიშნულ თემებზე მან ჟურნალ „თბილისელებთან“ ისაუბრა.
ლოლა წერეთელი ზოგადად ფულზე: საჭირო, ძალიან ბევრი. ადამიანებს სხვადასხვა ხედვა აქვთ ფულთან მიმართებით. ზოგი ფიქრობს, რომ ცხოვრებაში მხოლოდ ეს არის მნიშვნელოვანი. პირველ ადგილზე აყენებენ და სხვა რამე არ აინტერესებთ. ვიღაცისთვის ფული მხოლოდ სიამოვნების საშუალებაა და რა თქმა უნდა, ასეცაა, უფულოდ ცხოვრება ცოტა ძნელია (იცინის). ცოტა კი არა, წარმოუდგენელია. თუმცა, ვერ ვიტყვი, რომ ჩემთვის ფულზე მნიშვნელოვანი არაფერია. ფულს პირველ ადგილას არ ვაყენებ, მაგრამ ცუდია, რომ ასეა. სხვანაირად რომ ვიქცეოდე, მგონი, უკეთესი იქნებოდა (იცინის).
– როცა მდგომარეობა შეიცვალა და ყველაფრის გარეშე დარჩით, მეგობრების ნაწილი ჩამოგშორდათ?
ლოლა წერეთელი: დიახ, დიახ, სამწუხაროდ, ასეც ხდება. ამიტომაც ვამბობ, რომ არსებობს ადამიანების კატეგორია, ვისთვისაც ყველაფერზე მაღლა ფული დგას და ამის მიღმა არაფერი აინტერესებთ, მათ შორის, არც მეგობრობა.
– რამდენად კარგად გამოგდით შემოსავლის სწორად განაწილება?
ლოლა წერეთელი: ძალიან მიყვარს მოგროვება. შავი დღისთვის ფული ყოველთვის მაქვს გადადებული. მგონია, რომ ყველა ადამიანმა ასე უნდა გააკეთოს. გარდა ამისა, ჩემს შემოსავალს ისევ ახალ სიმღერებში ვდებ, ამის გარეშე გამორიცხულია, წინ ვერ წახვალ, ვერც ფინანსურად და ვერც კარიერულად. სულ ვმუშაობ და შემოსავალს საჭიროებებზე ვანაწილებ. რაღაცებს წინასწარ ვგეგმავ და ვიცი, რაზე რამდენი უნდა დავხარჯო. ბავშვობიდან ასეთი ვარ.
– რაში გიყვართ ფულის დახარჯვა?
ლოლა წერეთელი: ახალ სიმღერებში. ახალი სიმღერა შვილის დაბადებასავითაა. ძალიან მიხარია ხოლმე და ამაში ფულს მართლა დიდი სიამოვნებით ვხარჯავ. გარდა ამისა, მიყვარს ლამაზი ტანსაცმელი. პირველ რიგში, სცენაზე რომ დგახარ, ეს საჭიროცაა. მიყვარს სამკაულებიც, ეს ქალისთვის აუცილებელია. შეიძლება, ყოველდღე ახალი კაბა არ გეცვას, მაგრამ ლამაზი აქსესუარებით: კარგი ჩანთით, ფეხსაცმელებით და სათვალეებით გააცოცხლო და გაალამაზო. სხვათა შორის, სათვალეზე ვგიჟდები, ძალიან ბევრი მაქვს. ჩემს მეგობარს აქვს მაღაზია ძალიან გემოვნებიანი არჩევანით და სულ სასწაულად ლამაზი სათვალეებით მამარაგებს.
– ყველაზე კარგი დაბანდება...
ლოლა წერეთელი: ბინა ბათუმში, ძალიან სწორად მოვიქეცი, რომ ვიყიდე. მე მიყვარს ყველაფერი კარგის ყიდვა. თუ ვყიდულობ, ხარისხიანს ვყიდულობ. მირჩევნია, მოვიცადო, ფული მოვაგროვო და კარგი შევიძინო. ადამიანი ძუნწი არ უნდა იყო. კარგში ფული არ უნდა დაგენანოს. არც სხვა მხრივ უნდა იყო ძუნწი, საერთოდ, საკუთარი სიამოვნებისთვის ფული არ უნდა დაინანო. მე მეგობრებისთვისაც სიამოვნებით ვხარჯავ ფულს. მათ რომ უხარიათ, მეც მიხარია და ბედნიერი ვარ. მგონია, რომ საკმაოდ ხელგაშლილი ვარ.
აგრეთვე დაგაინტერესებთ:
⭕საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია 7 მაისს მოწამე საბა სტრატილატის ხსენების დღეს აღნიშნავს
⭕„რა მწარე და ტკივილით გაჟღენთილი აღდგომა გაგვითენე ვაჩიკო“ - ხონის მეორე საბავშვო ბაგა-ბაღი სამწუხარო ინფორმაციას ავრცელებს
⭕„მე მგონი დროა ლოცვა დაიწყო, რომ ლაშა კი არა, ჩვენ არ გადაგეყაროთ სადმე ლაშა თუ შეგხვდა ლოცვაც აღარ გიშველის“ რას წერს ხატია სიჭინავა?
წყარო: tbiliselebi.ge