ლევან როგავას გოჯო-რიუს აკადემია აქვს თბილისში, რომელიც ფიზიკური და სულიერი გზის განვითარების ადგილია.
აქ ისწავლება იაპონური ტრადიციული საბრძოლო ხელოვნებები, სადაც მთავარი მიმართულება არის ოკინავური გოჯუ-რიუ კარატე დო. ასევე, სხვადასხვა საბრძოლო მიმდინარეობა, რომელიც ყველა ემსახურება ერთ მიზანს - გავხდეთ უკეთესები დღეს, ვიდრე ვიყავით გუშინ.
ლევან როგავა „ცოდნისმოყვარე პოდკასტის“ სტუმარი იყო, სადაც საბრძოლო ხელოვნებაზე, ადამიანის ეგოსა და „მეომრის გზაზე“ ისაუბრა:
„მეომარი არ ნიშნავს ხმალამოღებულ ადამიანს, რომელიც დარბის და ვიღაცებს ურტყამს.
მეომარი პირველ რიგში ნიშნავს, რომ შენს თავზე მუშაობ, ხარ შენს თავთან, გაცნობიერებული გაქვს შენი სუსტი და ძლიერი მხარე, აღებული პასუხისმგებლობა გაქვს მიღებული.
მეომრის გზა არის დიდი პასუხისმგებლობა, რაღაცებზე მაღლა დგომა. ყოველდღიურობაში უნდა ეძებო შენი თავის სუსტი ვერსიის აღმოფხვრის მექანიზმი, შავ-ბნელი რაღაცების მიღება. ამაში პრაქტიკა და ვარჯიში არანაკლებ მნიშვნელოვანია, ვიდრე ფიზიკური ვარჯიში. შენ უნდა ჩახედო ამას თვალებში და მიიღო. თუ ვერ მიიღებ, მოგიწევს მუდმივ ბრძოლაში ყოფნა.
არ შეიძლება მეომარი დღეს იყოს ერთი პროფესიის და ხვალ მეორე. ეს გზა არის შენი პროფესია, თუ ამას რაღაცაში ცვლი, ეს არ არის მეომრის გზა.
პროფესიიდან გამომდინარე, არსებობს ისეთი დარტყმები, რასაც ან აიტან, ან დანებდები. ძალიან რთული ამბავია.
ძალიან მნიშვნელოვანია ხასიათი, პრინციპულობა, შენს თავში თავდაჯერებულობა და ამის მართვა. როცა რაღაც დაგეჯახება პირველივე ჯერზე და რომ არ დანებდები, ეგ არის მნიშვნელოვანი. არ უნდა დანებდეთ, უნდა მიხვიდეთ იქ, სადაც მისვლა გინდათ.
ალბათ ყველას ხვედრი არ არის მეომრის გზა. შემგუებელი ტიპებიც არსებობენ. შენი საზღვრები მუდმივად უნდა შეარყიო და ნახო, შეგიძლია წინ წასვლა თუ არა“, - ამბობს ლევან როგავა.
ვიდეოს სანახავად გადადით ბმულზე: https://www.youtube.com/watch?v=WyaUM83jytU

ასევე დაგაინტერესებთ: