Digest Logo

🎥 „ყველა მოქმედებას, ნაბიჯს უნდა გააჩნდეს საფუძველი, ამაში კი ჩადებული უნდა გქონდეს ენერგია, დრო, შრომა“ - ლევან როგავა ადამიანის ეგოზე

1768490168
ლევან როგავა

ლევან როგავას  გოჯო-რიუს აკადემია აქვს თბილისში, რომელიც ფიზიკური და სულიერი გზის განვითარების ადგილია.

აქ ისწავლება იაპონური ტრადიციული საბრძოლო ხელოვნებები, სადაც მთავარი მიმართულება არის ოკინავური გოჯუ-რიუ კარატე დო. ასევე, სხვადასხვა საბრძოლო მიმდინარეობა, რომელიც ყველა ემსახურება ერთ მიზანს - გავხდეთ უკეთესები დღეს, ვიდრე ვიყავით გუშინ.

ლევან როგავა „ცოდნისმოყვარე პოდკასტის“ სტუმარი იყო, სადაც საბრძოლო ხელოვნებაზე, ადამიანის ეგოსა და სხვადასხვა მნიშვნელოვან საკითხზე ისაუბრა:

„ვფიქრობ, რომ ეგოს ქონა მნიშვნელოვანია. გაზაფხული მოდის გაზაფხულზე, არ შეიძლება ნაადრევად მიხვიდე იმ წერტილამდე, უბრალოდ მზად უნდა იყო ამისთვის. ყველა მოქმედებას, ყველა შენს ნაბიჯს უნდა გააჩნდეს საფუძველი, ამაში კი ჩადებული უნდა გქონდეს ენერგია, დრო, შრომა. 

ასაკიდან გამომდინარე, მიუხედავად სოციუმისა, სადაც იზრდები, ყველა ადამიანი ირჩევს თავის გზას და თავის მიმართულებას ცხოვრებაში. ამ გზის და ცხოვრების რაღაც ნაწილი სადღაც დევს და ამით ხელმძღვანელობს, დანარჩენს თავად პოულობს ინტერესებიდან და დასკვნებიდან გამომდინარე.

რომ ვთქვა, რომ ადამიანს თავიდანვე არ უნდა ჰქონდეს ეგო და არ უნდა იყოს მამოძრავებელი მისი ქმედებების არ შეიძლება. 

ბალანსი, ზომიერება ძალიან კარგი სიტყვაა. რაღაცებში ძალიან მეხმარება ამის გაცნობიერება. ხანდახან არის მომენტი, როცა შინაგან ღერძს ვკარგავ და სხვაგან როცა გადავდივარ, ეგრევე ცხვირში მხვდება. ეს ნიშნავს ყალბი ეგოს გაღვივებას. ამ დროს ვეუბნები ჩემს თავს, ჩაისუნთქე, ჩახვიდე შიგნით და მანდ პოულობ სიმშვიდეს. 

- რას ნიშნავს  გოჯუ-რიუს პრაქტიკა და ამ გზაზე ყოფნა? 

ზრდასრულების შემთხვევაში, როცა ვარჯიშზე მოდიხარ იგრძნობ კოლექტიურ ენერგიას. ადამიანები მოქმედებენ იმ ენერგიაში და ველში, სადაც არ არის მოლოდინები. პირველი რაც უნდა ვიგრძნოთ, მე როგორც სენსეიმ შენ უნდა მოგცე შესაძლებლობა აღიქვა შენი სხეული, იგრძნო და დააკვირდე სხეულს. 

სხეული ხდება იარაღი, თუ ამას ვერ აღიქვამ და არ შეგიძლია სხეულის აღქმა, იარაღიც ვერ გახდება. სხეული ხდება მაგარი.

რა მდგომარეობაშია შენი გონება? აბსოლუტური სიმშვიდე, როგორც სხეულს აკონტროლებ ასე გჭირდება გონების კონტროლი და მოთვინიერება, ანუ არ უნდა გახდე მოწყვლადი ისეთი აზრების, ფიქრების, რასაც ვერ დაბლოკავ“, - ამბობს ლევან როგავა.

ვიდეოს სანახავად გადადით ბმულზე: https://www.youtube.com/watch?v=WyaUM83jytU

ასევე დაგაინტერესებთ:

🎥 „ცხოვრება ლოდივით არისო, ზემოდან გაწვება და დროთა განმავლობაში ზურგში იხრები, ფეხები გიკანკალდებაო“ - ლევან როგავა გოჯუ-რიუზე

🎥 „სამუდამოდ ვარ შენზე შეყვარებული! ჩემი გულისთქმის პასუხი შენ ხარ, ხელშესახები სასწაული“ - თაკო ჩორგოლაშვილი შვილს დაბადების დღეს ულოცავს

„კარგი დროა საყვარელ ადამიანებთან ერთად გასატარებლად, ზრუნვისა და ყურადღების გამოსავლენად“ - ასტროლოგი 15 იანვრის ენერგიებზე