ბაჩო წიკლაური არის სპორტსმენი, ბოდიბილდერი, ფიტნესინსტრუქტორი. იგი აქტიურად ეწევა ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციას და არის კრივის კლუბის, საერთაშორისო ფიტნეს-აკადემიისა და სამწვრთნელო სკოლა „12 რაუნდის“ დამფუძნებელი და დირექტორი.
იგი „კოტკასტის“ სტუმარი იყო, სადაც მან ყოველდღიური ფიზიკური აქტივობის მნიშვნელობასა და თანხმლებ სიკეთეებზე ისაუბრა.
გარდა ამისა, მან ყურადღება ჯანმრთელობის იმ პრობლემებზე გაამახვილა, როცა ადამიანმა ვარჯიშის დაწყებამდე სასურველია ანალიზები ჩაიტაროს:
„დარბაზებში მსგავსი მოთხოვნა {ანალიზების ჩატარების} არ არის, მაგრამ მწვრთნელმა, იმის მიხედვით, რა ისტორიას ჰყვება დარბაზში მოსული ადამიანი, შეიძლება რეკომენდაცია გასცეს. მწვრთნელი არ არის ექიმი და მისი მაისური და ექიმის ხალათი ძალიან განსხვავდება ერთმანეთის, ამიტომ ვეუბნებით ხოლმე, რომ ზოგადად სისხლის საერთო ანალიზიდან დაწყებული, იქნება მენჯის სახსარი, მუხლის სახსარი, რამე ჩივილები ხომ არა აქვს. ასევე გულ-სისხლძარღვთა სისტემა რამდენად მწყობრში არის, თუმცა ვთქვათ, რომ ეს არის ზეპირი ანამნეზი. თუ ადამიანი ამბობს, არანაირი ჩივილი არ მქონია, მაშინ იწყება სატესტო ვარჯიშები და ამის მიხედვით ვხვდებით, რამდენად არის ადამიანი მზად, მეტი დატვირთვისთვის.
სიმსუქნის შემთხვევაში უფრო რთულადაა საქმე, არსებობს ფარული რისკები იმის, რომ სადღაც რაღაცა პროცესი შეიძლება მიმდინარეობდეს, მით უმეტეს ენდოკრინულ დონეზე, აქ დატვირთვების ტიპი თავიდან ბოლომდე უნდა განხორციელდეს მეთვალყურეობის ქვეშ და გამოცდილება უნდა ჰქონდეს, პირველ რიგში მწვრთნელს მსგავს ადამიანებთან მუშაობის.
ტერმინი კარდიო გაჩნდა 40-იან წლებში. რასაც ჩვენ კარდიოს ვეძახით, სირბილი, ველო, ეს არის ადამიანის თანდაყოლილი უნარი, აქ სასუნთქი გზების ჰიპერვენტილაცია მიმდინარეობს, სისხლის პერისტალტიკაც უმჯობესდება, მაგრამ ამას მე კლასიკურად კარდიოტიპის დატვირთვას არ ვეძახი. ეს არის სისხლის მიმოქცევის გაუმჯობესება და მცირე დახმარება გულისთვის“, - ამბობს ბაჩო წიკლაური.
ვრცლად, იხილეთ ვიდეო 👇
ასევე დაგაინტერესებთ:
⭕„ნათლულებს შორის ყველაზე პატარა მესტუმრა...“ - პატარა მელანიას სიურპრიზი ნატო დუმბაძეს
⭕„მეორე შანსი, ცდუნებები და ილუზიები...“ - 16 ოქტომბრის მთავარი ასტროლოგიური გზავნილი