Digest Logo

„ნათლულებს შორის ყველაზე პატარა მესტუმრა...“ - პატარა მელანიას სიურპრიზი ნატო დუმბაძეს

1792136516
თამუნა ამონაშვილი

ცნობილი ქართველი პროდიუსერი და შოუბიზნესის წარმომადგენელი ნატო დუმბაძე 15 ოქტომბერს იუბილარი იყო. პროდიუსერმა, რომელსაც წლების განმავლობაში არაერთი წარმატებული მუსიკალური და სახელოვნებო პროექტი აქვს განხორციელებული, სოციალურ ქსელში საზოგადოებასა და მეგობრებს თბილი სურვილებისთვის მადლობა გადაუხადა.

ნატო დუმბაძეს დაბადების დღე ყველაზე პატარა ნათლულმა - მომღერალ თამუნა ამონაშვილის ქალიშვილმა, მელანიამ მიულოცა.

„ნათლულებს შორის ყველაზე პატარა მელანია მესტუმრა ბევრი საჩუქრებით.

თითოეული თქვენგანის ასეთი თბილი მოლოცვა მალამოდ ედებოდა ჩემს სულს და გულს. თქვენი ასეთი სითბო ძალიან ძვირფასია ჩემთვის, იცოცხლეთ, იცოცხლეთ ჩემო მეგობრებო! 

იცოცხლეთ დიდხანს და ბედნიერად, მიყვარხართ მე თქვენ.

უღრმესი მადლობა ყველას“, - წერს ნატო დუმბაძე. 

ცნობილი ქართველი პროდიუსერის, ნატო დუმბაძის ზუსტი ასაკი და დაბადების წელი საჯარო არ არის. ინტერვიუებსა და მედიაში იგი თავად არ ასაჯაროებს თავის წლოვანებას და აღნიშნავს, რომ ქალს ასაკს არ ეკითხებიან.

ასევე დაგაინტერესებთ:

⭕„მეორე შანსი, ცდუნებები და ილუზიები...“ - 16 ოქტომბრის მთავარი ასტროლოგიური გზავნილი

🎥 „უმთავრესია, რომ მედლის გარეშე არ რჩები, ეს მაქვს ბევრჯერ გამოცდილი და ძალიან ცუდია“ - გიორგი სარდალაშვილი ბაქოში მიღწეულ შედეგზე

🎥 როგორ შევინარჩუნოთ ჯანმრთელი საყრდენ-მამოძრავებელი სისტემა - ზაზა თელიას ყოველდღიური რჩევები ჯანმრთელი სახსრებისთვის

✕