ბაჩო წიკლაური არის სპორტსმენი, ბოდიბილდერი, ფიტნესინსტრუქტორი. იგი აქტიურად ეწევა ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციას და არის კრივის კლუბის, საერთაშორისო ფიტნეს-აკადემიისა და სამწვრთნელო სკოლა „12 რაუნდის“ დამფუძნებელი და დირექტორი.
იგი „კოტკასტის“ სტუმარი იყო, სადაც მან ყოველდღიური ფიზიკური აქტივობის მნიშვნელობასა და თანხმლებ სიკეთეებზე ისაუბრა:
„ეს არის წრეზე სიარული, რაც სულ მიმდინარეობს, დღეს შეიძლება რაღაც მნიშვნელოვანია, ხვალ შეიძლება ეს ჩანაცვლდეს, მაგრამ არის წრე, სადაც ფაქტობრივად, ძალისმიერი ვარჯიში, მაღალინტენსიური ვარჯიშები, კარდიოს რასაც ვეძახით, მსგავსი ტიპის ვარჯიშები სულ ფიგურირებს.
რა მოაქვს და რას კარგავს ადამიანი?
ვთქვათ, რომ ადამიანი არის, სისტემურ მოწყობილობას ვეძახი ხოლმე, რომელსაც 12 სისტემა აქვს, თავისი ქვესისტემებით და აბსოლუტურად ყველა სისტემა არის მიბმული მოძრაობასთან. მოძრაობა უდრის სიცოცხლეს, შესაბამისად 21-ე საუკუნეში, როდესაც გვაქვს ტენდენცია ჰიპოდინამიის, ნაკლები მოძრაობის, ეს არის ის დანაკარგი, რასაც ჩვენი სხეულის ფიზიოლოგია რომ ავიღოთ, უდიდესი პროცენტი არის კუნთები. ტყუილად არ გვაქვს ხომ? ამ კუნთებს აქვს თავისი ფუნქცია და შესაბამისად, ჩვენ ფიზიკური აქტივობის გარეშე, მოდი ვთქვათ სტრუქტურიზებული ვარჯიშის გარეშე, არ ვაწვდით იმ საჭირო საზრდოს ჩვენს სხეულს, რაც მას სჭირდება.
ეს არის პროგრამა მინიმუმი, რომლითაც სხეული, კუნთოვანი სისტემა ინარჩუნებს აქტივობას. დღეს უკვე კუნთოვან სისტემას ეძახიან დინამიკურ ენდოკრინულ ორგანოს.
რატომ? იმიტომ, რომ ამ კუნთებში მიმდინარე პროცესი, ანუ შეკუმშვის შედეგად, ეს აქტიური ფაზა რაც არის პროცესები, რომელიც მიმდინარეობს კუნთში, დღეს უკვე მიკრობიოლოგია ძალიან ღრმად ჩავიდა და ის ცილოვანი სტრუქტურები, რომელიც კუნთში გვხვდება, მათი თვისებები არის უნიკალური, როგორც ანთებითი პროცესების ჩასაქრობად, ისე გლუკოზის კომპონენტის გამოყენების თვალსაზრისით. გლუკოზა ეს არის ვთქვათ, ის კომპონენტი ენერგიის წყარო, რომელსაც ჩვენ ვიღებთ საკვებიდან, ანუ ნახშირწყალს რასაც ვეძახით, იქიდან აქტიურს ვიღებთ ხოლმე გლუკოზას. იქნება ეს კანცეროგენული უჯრედები, მათ შორის მათთან კონკურენციაში შედის კუნთის მიერ გამომუშავებული ცილები, რომელიც ცდილობს, რომ წაართვას ეს გლუკოზა და ართმევს კიდევაც.
თანამედროვე მსოფლიოში გაჩნდა ეს ტენდენცია, რაც ადამიანმა უნდა გააკეთოს იმისთვის, რომ მათ შორის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ლიმფური სისტემა ამუშაოს, რომელიც პირდაპირ კუნთებს შორის არის განლაგებული და ანტიგრავიტაციული მიმართულება რომ მისცეს სხეულმა, მისთვის არის პირველ რიგში მოძრაობა, იქნება ტაიჩის მიმართულება, სუნთქვითი პრაქტიკები, ეს ერთი სუნთქვითი პრაქტიკაა იგივე ლიმფოდრენაჟი არის და ასევე ფსიქოსომატიკის ნაწილიც“, - ამბობს ბაჩო წიკლაური.
ვრცლად, იხილეთ ვიდეო 👇
ასევე დაგაინტერესებთ:
⭕„ნათლულებს შორის ყველაზე პატარა მესტუმრა...“ - პატარა მელანიას სიურპრიზი ნატო დუმბაძეს
⭕„მეორე შანსი, ცდუნებები და ილუზიები...“ - 16 ოქტომბრის მთავარი ასტროლოგიური გზავნილი