Digest Logo

🎥 არსებობს თუ არა სიკვდილი სინამდვილეში? „თუ ამაზე წვდომა გაქვს, მაშინ „ჯანმო“, „ნასა“ და არაფერი აღარ დაგჭირდება...“ - რას ამბობს მალხაზ გველუკაშვილი

1793181938
მალხაზ გველუკაშვილი

მეტაფიზიკოსი, ოკულტისტი მალხაზ გველუკაშვილი, რომელიც ხშირად დადის ტელე და ონლაინ გადაცემებში, ყოველთვის საუბრობს მეტაფიზიკაზე, ალტერნატიულ ცოდნაზე, ისტორიასა და ადამიანური ყოფის მისტიკურ მხარეებზე.

გველუკაშვილი ხშირად აკეთებს პროგნოზებსა და განმარტებებს საზოგადოებრივ თუ პოლიტიკურ პროცესებზე, რაც მედიაში ინტერესსა და დისკუსიას იწვევს.

მისი საჯარო იმიჯი მჭიდროდ არის დაკავშირებული ეზოტერიკულ და ოკულტურ თემებთან.

იგი ამჯერად ერთ-ერთი პოდკასტის სტუმარი იყო, სადაც სიკვდილზე ისაუბრა და თქვა, რომ სინამდვილეში სიკვდილი საერთოდ არ არსებობს:

„ამერიკელი მეცნიერი, რომელიც 50 წელია ამ თემას სწავლობს, ახლა 70 წლისაა და ერთ-ერთი წამყვანი ქირურგია ამერიკის შეერთებულ შტატებში, ნეიროქირურგი და რეანიმატოლოგიც ამავე დროს და უამრავი გარდაცვლილიც ჰყავს ნანახი და გარდაცვალების პროცესიც, კომაც და ბოლოს მივიდა იმ დასკვნამდე, რომ სიკვდილი არ არსებობს. მაგას რომ თავი გავანებოთ, რობერტო ლანცამ ეს არის ნასას კვანტური ბიოფიზიკის ლაბორატორიის ხელმძღვანელი, 2020 წელს ოფიციალურად განაცხადა, მთელი პრესკონფერენცია, გააკეთა, რომ სიკვდილი არ არსებობს. მაგის გარდა, ბეხტერევას აქვს გენიალური სტატიები მაგ მიმართულებით, კვლევები. იგი არის ნეირობიოლოგიის ფუძემდებელი, ანუ ვინც შექმნა ნეირობიოლოგია და ერთადერთი ქალია მსოფლიოში, რომელმაც როგორც მეცნიერმა მიიღო ნობელის პრემია. 

მე მაქვს 70 სურათი სიკვდილის პროცესის გადაღებული, მე ეზოტერიკი არ ვარ, რატომღაც მეძახიან, რადგან ის თემები ვიცი, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ამ თემებით ვცხოვრობ. ჰერმესიზმი ეს ჩემი ცხოვრების წესია, დერმეტიზმი და თუ რამე შექმნილა, ყველაფერი, ყველა მასალა ვიცი, დახურული და საიდუმლო მასალების ჩათვლით, მაგ მიმართულებით. კი ბატონო, გნოსტიზმიც ძალიან კარგად ვიცი, დაოიზმიც, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ეზოტერიკოსი ვარ. პრაქტიკოსი ვარ.

ექსპერიმენტები ამ თემაზე მუდმივად ტარდებოდა, ოღონდ არ იყო ხალხისთვის ხელმისაწვდომი. ამ თემებს შევწირე ჩემი ცხოვრების 50 წელი. ჩემი შვილის გადასვლამ განაპირობა ის, რომ მე ამაზე ლაპარაკი დავიწყე, თორემ ვცდილობდი, საერთოდ არ მესაუბრა. სიკვდილის საერთოდ არასდროს შემშინებია, ზუსტად იმის გამო, რომ ვიცოდი, რა იყო სიკვდილი. დაწყებული მითოლოგიიდან და ზღაპრების დონიდან, დამთავრებული ფიზიკის ჩათვლით, ყველა საგანი მაქვს გავლილი. 

დღეს მეტაფიზიკას ეძახიან პრაქტიკულად ყველაფერს და იმის გარდა, რაც არის სინამდვილეში მეტაფიზიკა. მეტაფიზიკა ეს სამი კითხვაა, ეს საიდან მოვდივარ? სად ვარ და სად მივდივარ?

ეგვიპტური ალქიმიის მიხედვით, სხეული არის 4. ეს არის „ახ“, ანუ იგივე მენტალური სხეული, როგორც ეძახიან ოკულტისტები. „ბა“ იგივე ემოციური სხეული, იგივე ასტრალური სხეული, იგივე სამშვინველი ქართულში. „კა“ ეს იგივე ეთერული სხეულია, ის ძალიან ჰგავს ფიზიკურ სხეულს და ის არის ეთერი, თავის ბუნებით ფიზიკურში მასში ორი გველი დადის, რაც გენეტიკის ამსახველია, ყველაფერია აღწერილი და ბოლოს, „ხა“, ეს არის ტანსაცმელი, ანუ ხორცი მეოთხე და ამაშია მოთავსებული ის სამი სხეული და რომ გეკითხათ ძველი ეგვიპტელი ქურუმისთვის, „ადამიანი ვინ არის“? გეტყოდა ეს არ არის ადამიანი, ადამიანი ის არის, ვინც ამაში ცხოვრობს, ეს მისი სკაფანდრია, ეს მისი ტანსაცმელია, რაც გინდა დაარქვი, მაგას არა აქვს მნიშვნელობა და რომ კვდება ადამიანი, ის მიდის ის სხეული და რჩება მკვდარი ხორცი. იმის გარეშე ამას სიცოცხლე არ აქვს.

სიტყვა „მაგიაში“ აღწერილია ეთერის მატერიალიზაცია, იგივე სიტყვა არის მეცნიერება იმიტომ, რომ მათთვის ალქიმია და მეცნიერება ერთი და იგივე სიტყვა იყო.  იმასაც ეძახდნენ „კა ხუვს“. შენ თუ ეთერულ ფიზიკაზე წვდომა გაქვს, მაშინ „ჯანმო“ აღარ დაგჭირდება, არც „ნასა“ დაგჭირდება, არაფერი დაგჭირდება, რადგან ყველაფრის უნარი გაქვს, არც ენერგეტიკა გჭირდება, რადგან ენერგია ეთერიდან უსასრულოდ შეგიძლია მიიღო.

მეცხრამეტე საუკუნეში 173 მეცნიერი მუშაობდა ეთერულ ფიზიკაში, მაგრამ იყო დაცემის პერიოდი დაწყებული, იმიტომ გამწარდა და თქვა ნიცშემ, „ეშმაკმა თქვა, ღმერთი მოკვდაო“.

სად მოკვდა ღმერთი? თუ ღმერთია ის ვერ მოკვდება, რაც არ არსებობს, ისიც ვერ მოკვდება. მან დაინახა, რომ ადამიანში მოკვდა ღმერთი და ეს სპეციალურად გაკეთდა მეცხრამეტე საუკუნის დასაწყისში. მანამდე ადამიანმა იცოდა, რომ ეს ღვთის შექმნილი იყო, თუმცა მთლად ესეც არ არის, მაგრამ მაინც არ ეშინოდა. იცოდა, საიდანღაც მოდიოდა ის სული, შემოდიოდა სხეულში, მოკვდება და სადღაც წავა ის სული და ასეთი ასეთ ადამიანს არ ეშინია, როცა არ ეშინია ადამიანს, მისი დამორჩილება ძნელია, ის თავისუფალია. „თავისუფლება“ მხოლოდ ერთია, შიშისგან თავისუფლება“, - ამბობს მალხაზ გველუკაშვილი. 

ვრცლად, იხილეთ ვიდეო 👇

 ასევე დაგაინტერესებთ:

⭕აჭარის ტელევიზიის თანამშრომელი, ჟურნალისტი ინგა მებონია გარდაიცვალა

🎥 „მოჭრილი თმით დაგრძელება ამოვიღეთ, მას 60-ზე მეტი ბაქტერია აქვს“ - რას ჰყვება ნატალია თოლორაია

⭕როგორი იქნება 2027 წელი ცხენის, თხის, მაიმუნის, მამლის, ძაღლის და ტახის წელში დაბადებულებისთვის - პროგნოზი ფენშუის მიხედვით

✕