„ვარ 78 წლის, არც სარკეში ვიხედები, არც განვიცდი ასაკს. მე და ჩემი და, რომელიც 76 წლისაა, მეუბნება დავბერდიო, ვეუბნები შენ კი, მე არა. ვუსმენ მუსიკას, ვვარჯიშობ, ვცეკვავ, ჩავრთავ დაისს, დავარტამ ერთ-ორ წრეს, შემდეგ ვკითხულობ ვაჟას, ან ლადო ასათიანს, მერე ყავას ვსვამ, მერე სიგარეტს მოვწევ და ვარ ასე“, - ამბობს პოლიციის პოლკოვნიკი ციცო კიკალიშვილი გადაცემაში „სხვა რაკურსი“.