ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში ბრიტანული შოუს ანალოგი „ვინ ვინ არის“ მესამე სეზონის ფინალი გაიმართა.
ფინალში ერთმანეთს შანდალი, პანდა და ჩელო შეხვდა.
„ვინ ვინ არის“ მესამე სეზონის გამარჯვებული კი ჩელო გახდა, რომელიც მორგებული ჰქონდა ირაკლი კავსაძეს.
გამარჯვებული გადაცემის „იმედის დილა“ სტუმარი იყო, სადაც თავის ემოციებზე საჯაროდ ისაუბრა.
„ეს პროექტი ჩემთვის პირველ რიგში ძალიან დიდი გამოცდილება იყო, რადგან აბსოლუტურად უჩვეულო თავგადასავალი იყო ჩემთვის, როგორც არტისტისთვის. გამოცდილება, თუ როგორ ხდება ეს ყველაფერი, გათლილი იყო ყველაფერი წუთებში და წამებში.
ამასთან ერთად, მე ასე სახალხოდ არასდროს მიმღერია. არ ვყოფილვარ მომღერალი და პირიქით, ასეთ საკითხებში ვიმალებოდი ხოლმე, კახის გადამკიდე არ ვაძლევდი თავს უფლებას მემღერა, თუმცა მუსიკასთან ჩემი ურთიერთობა ყოველდღიურობაა.
20 წლის მანძილზე შევიძინე განათლება მუსიკალური გაფორმების თვალსაზრისით.
არ ვიცი როგორ გადავუხადო იმ ადამიანებს მადლობა, რომლებიც ჩემი მენტორები იყვნენ. ასაკით ჩემზე პატარები არიან, მაგრამ როგორც ბავშვი ისე ვიყავი მინდობილი მათზე“, - ამბობს ირაკლი კავსაძე.
ასევე დაგაინტერესებთ:
⭕„საოცრად ლამაზი ორსული ხარ“ - ირაკლი ნოზაძე და ია დუდაშვილი ბორჯომში ისვენებენ