Digest Logo

🎥 „ასეთ ოჯახში გაზრდილი ბიჭი ცოლის მიმართ იქნება ძალიან მკაცრი, გოგო კი მოღალატე...“ - რას ამბობს მარინა კუპრეიშვილი ოჯახურ ურთიერთობებზე

1774015902
 მარინა კუპრეიშვილი

ჟურნალისტმა მარინა კუპრეიშვილმა გადაცემა „პროექციაში“ ზვიად სირაბიძესთან თქვა, რომ თუ ოჯახს მხოლოდ იმის გამო არ ანგრევ, რომ ხალხის აზრი გაინტერესებს, დიდი შეცდომაა, რადგან ასეთ გარემოში გაზრდილი ბიჭი ცოლის მიმართ სასტიკი, ხოლო ქალი მოღალატე გაიზრდება.

მან ასევე აღნიშნა, რომ ოჯახი სახელმწიფოს საფუძველია:

„იმის გამო, რომ რას იტყვის ხალხი, ბავშვებს რა ვუყო, ამის გამო შენარჩუნებულ ოჯახს დაშლილი მირჩევნია. ჯობს თავიდანვე დაესვას წერტილი, იმიტომ რომ ეს შინაგანი დაძაბულობა ბავშვს ზრდის აგრესიულს, ასეთ ოჯახში გაზრდილი ბავშვი, ბიჭი ცოლის მიმართ იქნება ძალიან მკაცრი და სასტიკი. 

ქალიც, გოგოც იქნება მოღალატე. ის არასდროს იქნება გულწრფელი. 

ყველაზე მთავარი არის ნდობა და გულწრფელობა ოჯახური ურთიერთობის დროს. ვის რად უნდა მექანიკურად შექმნილი ოჯახი, სადაც კაცი ალთასაა და ცოლი ბალთას და ბავშვები ამ დროს არიან გაუგებრობაში.

ოჯახი არის სახელმწიფოს საფუძველი. თუ სახელმწიფოს საფუძველი მორყეულია, ყალბია, დაძაბულია, პრობლემურია, ტოქსიკურია, სახელმწიფოს უკვე სერიოზული პრობლემა ექმნება, რადგან ამაზეა დამყარებული.

თუ ოჯახს მხოლოდ ეკონომიკური მხარის გამო ინარჩუნებენ, ეს იმაზე დიდი დანაშაულია, ვიდრე ოჯახის დანგრევა“, - ამბობს მარინა კუპრეიშვილი.

 ასევე დაგაინტერესებთ:

გაზაფხულის ბუნიობის დღე: სიცოცხლის დღესასწაული - რიტუალი, რომელიც 20 მარტს უნდა ჩაატაროთ

„ყველგან გამოიდარებს და მზის სხივები იქნება იმედის ნიშანი, რომ სევდის შემდეგ ყოველთვის მოდის სინათლე“ - ამინდის პროგნოზი კობა ფარტენაძისგან

🎥 „რა ლამაზი და ძლიერი დასანახი ვართ ერთად... სულ ასე, ერთ მუშტად შეკრული რომ ვიყოთ, ხომ შეიძლება?“ - ნინი შერმადინი