Digest Logo

გაზაფხულის ბუნიობის დღე: სიცოცხლის დღესასწაული - რიტუალი, რომელიც 20 მარტს უნდა ჩაატაროთ

1774014532
ასტროლოგია

დღეს 20 მარტია - გაზაფხულის ბუნიობის დღე, სიცოცხლის დღესასწაული.

გაზაფხულის ბუნიობა განსხვავდება ჩვეულებრივი ახალი წლისგან ან დაბადების დღისგან თავისი განსაკუთრებული ენერგიითა და ძალით. კალენდარული ახალი წელი სოციალური თარიღია, რომელიც ადამიანებმა შექმნეს და არა ბუნებამ. გაზაფხულის ბუნიობა კი დაკავშირებულია კოსმოსურ და ბუნებრივ ციკლებთან. მზე კვეთს ეკვადორს, დღე უტოლდება ღამეს, ხოლო დედამიწისა და მზის ენერგია აღწევს ბალანსის წერტილს. სწორედ ეს სინათლისა და სიბნელის ჰარმონია ხდის ბუნიობის დღეს განსაკუთრებული ძალის მომენტად, როდესაც ნებისმიერი განზრახვა, მოქმედება და იდეა დამატებით ენერგეტიკულ იმპულსს იღებს.

ამ დღეს აქტიურდება სამყაროს ენერგეტიკული ნაკადები, რომლებიც მძლავრად ზემოქმედებს ცხოვრების ციკლზე. ყველაფერი, რასაც ამ დღეს გააკეთებთ გაცნობიერებულად - გაწმენდა, რიტუალი, განზრახვების ფორმირება, კონკრეტული ქმედებები - იღებს ბალანსისა და ზრდის ენერგიის მხარდაჭერას.

ბუნიობა არის მომენტი, როდესაც ბუნებრივი ციკლები ჩვენს სხეულსა და ცნობიერებაში ბალანსს ქმნის. სინათლე და სიბნელე ჰარმონიაშია და ეს აისახება ჩვენს ფსიქიკასა და ენერგეტიკაზე. ასეთ დღეებში უფრო მარტივია ძველის გაშვება, ახალი შესაძლებლობების მიღება, მიზნებზე კონცენტრირება და ზედმეტი წინააღმდეგობის გარეშე მოქმედება.

გაზაფხულის ბუნიობა არის შანსი, განსაზღვროთ მთელი წლის ტონალობა, მიმართოთ ენერგია ზრდისკენ, ახალ პროექტებზე, ჰარმონიულ ურთიერთობებზე და ფინანსურ სიუხვეზე. ნუ გაუშვებთ ამ მომენტს.

როგორ შევხვდეთ გაზაფხულის ბუნიობას?

მიუხედავად იმისა, რომ ბუნიობა თავისთავად არის ძალისა და ენერგიის ამოფრქვევის მომენტი, წინასწარი მომზადება ქმნის საფუძველს, რათა ამ ენერგიამ ჩვენთვის სასიკეთოდ იმუშაოს.

უპირველეს ყოვლისა, მნიშვნელოვანია ყურადღება მიაქციოთ სივრცისა და საკუთარი თავის გაწმენდას - როგორც გარეგნულად, ასევე შინაგანად. შექმენით სიმსუბუქისა და წესრიგის განცდა.

სივრცე, სადაც სისუფთავე სუფევს, ხელს უწყობს ჰარმონიას და ენერგიის თავისუფალ ნაკადს. თუ შესაძლებელია, გააღეთ ფანჯრები, შემოუშვით მზის შუქი და სუფთა ჰაერი - ეს როგორც სიმბოლურად, ასევე ენერგეტიკულად წმენდს გარემოს.

ბუნიობისთვის მომზადება არის ცნობიერი გადაწყობა ახალ ციკლზე. როდესაც თქვენ ასუფთავებთ სივრცეს, სხეულსა და გონებას - ქმნით პირობებს, რომ ბუნიობის ენერგიამ თავისუფლად იმოძრაოს და მხარი დაუჭიროს თქვენს განზრახვებს.

ყველაფერი, რასაც დღეს თქვენ ასხივებთ - აზრები, ემოციები და მოქმედებები - იწყებს ზრდას და განსაზღვრავს თქვენი ცხოვრების მიმართულებას.

კონცენტრირდით შინაგან ჰარმონიაზე და გააცნობიერეთ სინათლისა და სიბნელის ბალანსის მომენტი. ეს ბალანსი ქმნის იდეალურ პირობებს ახალი დასაწყისებისთვის.

ეცადეთ მაქსიმალურად შეამციროთ ყურადღების გამფანტავი ფაქტორები.

ბუნიობის დადგომამდე შეუშვით სინათლე ყველა ოთახში და გაანიავეთ სივრცე. თქვენი აზრები უნდა იყოს სუფთა, კეთილი და პოზიტიური. კონფლიქტები, გაღიზიანება, აგრესია და ბრაზი შეიძლება პრობლემებად შემოგვიბრუნდეს.

ბევრ კულტურაში გაზაფხულის ბუნიობა (ოსტარა) აღინიშნებოდა სუფრითა და ზეიმით. 

რიტუალი:

რიტუალი, რომელსაც შემოგთავაზებთ, შედგება ორი ნაწილისგან: ოთხი სტიქიის ენერგიის მიღება და ამომავალი მზის შეგებება. ამის მიზეზია ის, რომ ბუნიობის მომენტი დგება საღამოს - 18:46 საათზე.

ამ დღეს მნიშვნელოვანია ოთხი სტიქიის პატივისცემა. გაზაფხულის ბუნიობა არის დრო, როდესაც აღინიშნება ბალანსი სინათლესა და სიბნელეს შორის, ასევე მიწის, ჰაერის, ცეცხლისა და წყლის სტიქიებს შორის.

სტიქიებისადმი პატივის მისაგებად შეგიძლიათ შექმნათ სიმბოლური სივრცე - მცირე „საკურთხეველი“ შესაბამისი საგნებით: დადოთ ქვა, როგორც მიწის სიმბოლო; ჩაასხათ წყალი თასში, როგორც წყლის სტიქიის სიმბოლო; დაუმატოთ რამდენიმე წვეთი არომატული ზეთი, როგორც ჰაერის სიმბოლო; შეგიძლიათ გამოიყენოთ საკმეველი და აანთოთ სანთელი, როგორც ცეცხლის სიმბოლო.

რიტუალი დაიწყეთ ზუსტ წერტილამდე 10 წუთით ადრე.

წინასწარ დაწერეთ ოთხი სურვილი ისე, რომ თითოეული შეესაბამებოდეს თითო სტიქიას. სურვილები უნდა დაწეროთ აწმყო დროში.

1. მიწის სტიქია - დაწერეთ განზრახვა, რომელიც ეხება თქვენს მატერიალურ სამყაროს: ფინანსებს, სახლს, სამსახურს ან ფიზიკურ ჯანმრთელობას.

2. წყლის სტიქია - ჩამოაყალიბეთ სურვილი, რომელიც ეხება ემოციებსა და ურთიერთობებს: სიყვარულს, ოჯახურ ჰარმონიას ან შინაგან სიმშვიდეს.

3. ჰაერის სტიქია - დაწერეთ ის, რაც თქვენს გონებასა და განვითარებას ეხება: ახალი ცოდნა, იდეები, პროექტები ან მოგზაურობა.

4. ცეცხლის სტიქია - ჩამოაყალიბეთ განზრახვა შინაგანი ძალისა და ტრანსფორმაციისთვის: ძველი ჩვევებისგან გათავისუფლება, შემოქმედება ან ახალი შემოქმედებითი ნაბიჯი. 

წაიკითხეთ ეს ოთხი სურვილი აწმყო დროში, შემდეგ დაწვით, ფერფლი მოაგროვეთ და შეინახეთ დილამდე.

მადლობა გადაუხადეთ ბუნების ძალას ბალანსისა და ჰარმონიისთვის.

„მადლობას გიძღვნი, სამყაროვ, ბალანსისთვის დედამიწაზე, სადაც ცეცხლის, მიწის, ჰაერისა და წყლის წონასწორობა არსებობის ფუნდამენტია, სადაც დღე და ღამე ჰარმონიულად ერწყმის ერთმანეთს“.

შემდეგი და დასკვნითი ნაწილი არის ამომავალ მზესთან შეხვედრის რიტუალი.

ამისთვის საუკეთესო დროა დილით, ღია სივრცეში გასვლა. თუ ასეთი შესაძლებლობა არ გაქვთ, შეგიძლიათ სახლში, ფანჯარასთან დადგეთ აღმოსავლეთის მიმართულებით. თუ აღმოსავლეთისკენ ფანჯარა არ არის, დადექით ისე, რომ სახით მზის ამოსვლის მიმართულებით იყოთ და წინ გქონდეთ თავისუფალი სივრცე.

თუ შეძლებთ დილით გარეთ გასვლას, სასურველია, რომ ხედავდეთ ცას და მზის ამოსვლას. მზესთან შეხვედრის მომენტში ხელები გაშალეთ განზე, თითქოს ესალმებით ამომავალ მზეს და მთელი არსებით იღებთ მის ენერგიას - სითბოსა და სინათლეს.

თუნდაც მოღრუბლული იყოს, დახუჭეთ თვალები და წარმოიდგინეთ აღმოსავლეთით, თქვენს წინ ამომავალი მზე. მიმართეთ ხელის გულები მზისკენ.

შეიგრძენით მისი სითბო და სინათლე მთელი არსებით, ყველა ენერგეტიკული ველით. წარმოიდგინეთ, რომ ამ წუთებში თქვენი სხეული ივსება ოქროსფერი სხივებით - იღებთ და ასხივებთ მზის ოქროსფერ სინათლესა და სითბოს.

შეგიძლიათ გონებაში ან ხმამაღლა წარმოთქვათ ასეთი სიტყვები:

სიცოცხლის ძალა მავსებს ჯანმრთელობით.
სიცოცხლის ძალა მავსებს ენერგიით.
სიცოცხლის ძალა მავსებს სიუხვით.
სიცოცხლის ძალა მავსებს წარმატებით.
სიცოცხლის ძალა მავსებს სიყვარულით.
დაე, ამიერიდან იყოს ასე.

ამომავალი მზის მისალმების რიტუალის დასრულების შემდეგ აიღეთ ფერფლი და გაფანტეთ ჰაერში.

 ასევე დაგაინტერესებთ:

„ყველგან გამოიდარებს და მზის სხივები იქნება იმედის ნიშანი, რომ სევდის შემდეგ ყოველთვის მოდის სინათლე“ - ამინდის პროგნოზი კობა ფარტენაძისგან

🎥 „რა ლამაზი და ძლიერი დასანახი ვართ ერთად... სულ ასე, ერთ მუშტად შეკრული რომ ვიყოთ, ხომ შეიძლება?“ - ნინი შერმადინი

🎥 „სანამ ჩვენ შვილებს ცოცხლებს ვეძებდით, თურმე პატრიარქი ჩვენი შვილების ჭირისუფალი ყოფილა...“ - რას ჰყვებოდნენ აგვისტოს ომში დაღუპული ჯარისკაცების მშობლები პატრიარქზე