ქართველი მომღერალი ნინი შერმადინი, რომელიც უკვე რამდენიმე წელია ამერიკაში ცხოვრობს და მოღვაწეობს, სოციალურ ქსელში საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია მეორის სამოქალაქო პანაშვიდზე მისული ხალხის ვიდეოს აზიარებს.
იგი ქვეყნისა და პატრიარქის მიმართ სიყვარულს საჯაროდ გამოხატავს:
„სულ ასე, ერთ მუშტად შეკრული და სიყვარულით სავსენი რომ ვიყოთ, ხომ შეიძლება?
აი ეს არის სიყვარული, პატივისცემა, ერთობა. რა ლამაზი და ძლიერი დასანახი ვართ ერთად.
მიყვარხარ ჩემო პატრიარქო და ჩემო საქართველო!“, - წერს ნინი შერმადინი.
ცნობისთვის, საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე 2026 წლის 17 მარტს, 93 წლის ასაკში გარდაიცვალა.
საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს ილია მეორეს სიონის ტაძარში 22 მარტს დაკრძალავენ.
18 მარტი საქართველოში გლოვის დღედ გამოცხადდა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია მეორის გარდაცვალების გამო და გაგრძელდება 22 მარტამდე, მის დაკრძალვამდე.
ასევე დაგაინტერესებთ: