Digest Logo

„ყველგან გამოიდარებს და მზის სხივები იქნება იმედის ნიშანი, რომ სევდის შემდეგ ყოველთვის მოდის სინათლე“ - ამინდის პროგნოზი კობა ფარტენაძისგან

1774013773
კობა ფარტენაძე

მეტეოროლოგი კობა ფარტენაძე სოციალურ ქსელში საზოგადოებას პერიოდულად უზიარებს ქვეყანაში მოსალოდნელ ამინდთან დაკავშირებით პროგნოზს.

ამჯერად იგი 20-21 მარტის პროგნოზს გვაცნობს:

„საქართველოსთვის ამ მეტად სევდიან დღეებში, მაშინ როდესაც ყველა თბილისისკენ მივიჩქარით, მინდა გითხრათ, თან იქონიეთ საწვიმარი.

20 მარტს - დედაქალაქში წვიმიანი დღეა მოსალოდნელი, ისევე როგორც საქართველოს სხვა რეგიონებში დროგამოშვებით ყველგან იწვიმებს.

თითქოს ცა ჩვენს სევდას იზიარებს და ყველაფერი ნაცრისფერია, მაგრამ იცოდეთ, 21 მარტს დღისით, ასევე ყველგან გამოიდარებს და ეს მზის სხივები იქნება იმედის ნიშანი, რომ სევდის შემდეგ ყოველთვის მოდის სინათლე“, - წერს კობა ფარტენაძე.

 ასევე დაგაინტერესებთ:

🎥 „რა ლამაზი და ძლიერი დასანახი ვართ ერთად... სულ ასე, ერთ მუშტად შეკრული რომ ვიყოთ, ხომ შეიძლება?“ - ნინი შერმადინი

🎥 „სანამ ჩვენ შვილებს ცოცხლებს ვეძებდით, თურმე პატრიარქი ჩვენი შვილების ჭირისუფალი ყოფილა...“ - რას ჰყვებოდნენ აგვისტოს ომში დაღუპული ჯარისკაცების მშობლები პატრიარქზე

🎥 „დილას შვიდს აკლდა 15 წუთი რომ მივედი, ნაკადი არ წყდებოდა“ - რა კადრებს აქვეყნებს სამების ტაძრიდან პროდიუსერი ნატო დუმბაძე