„იმედზე“ ყველაზე გასაიდუმლოებული, საგამოძიებო მეგაშოუ „ვინ ვინ არის“ იწყება.
ყოველი ორშაბათს 22:00 საათზე, სამ თვის განმავლობაში, მაყურებელს დაუვიწყარი სატელევიზიო სანახაობა ელოდება.
ცნობილია ის ფაქტი, რომ შოუს წამყვანი რუსკა მაყაშვილი იქნება.
შოუს დაწყებამდე რამდენიმე საათით ადრე მომღერლები, ეკა კახიანი და მაია ჯაბუა გადაცემა „იმედის დღის“ ეთერში მეგა შოუში, „ვინ ვინ არის“ მონაწილეობის გამოცდილებაზე ჰყვებიან.
„მე სულ ვამბობ, რომ ასეთ რთულ პროექტში არ მიმიღია მონაწილეობა. სამი კაცი, რომ მეცა და დამიწყეს კოსტიუმის ჩაცმა. სულ იმას ვფიქრობდი, რომ ნომერი ისე ჩამეტარებინა არ გადავვარდნილიყავი. ძალიან სახალისო იყო ნამდვილად, თუნდაც თვითონ გადაცემის დეტექტიური სპეციფიურობით“, - ჰყვება ეკა კახიანი.
შოუში მონაწილეობს პერიოდი გაიხსენა მაია ჯაბუამაც.
„ლიზამ არ იცოდა, რომ შოუში ვიღებდი მონაწილეობას. ამბობდა მე გამიშვა ამერიკაში და თვითონ პროექტებში იღებს მონაწილეობასო. რთული ამოცანა იყო ნამდვილად ის, რომ ჩემი სპეციფიკური ტემბრი ხმის არ გამემჟღავნებინა“, - იხსენებს მაია ჯაბუა.
აგრეთვე დაგაინტერესებთ:
⭕ვარსკვლავური წყვილის მორიგი გამოჩენა - ფეხმძიმე ჰეილი ბიბერის უახლესი ფოტოები