Digest Logo

„ბევრ გზაზე გამიძღვა, დამეხმარა... არ ვიცნობ მეორე ადამიანს, რომელმაც მასავით სწორი, მაღალი მორალით იცხოვრა...“- ზურა შევარდნაძე მასწავლებელს იუბილეს ულოცავს

1716749741
ზურა შევარდნაძე

ცნობილი ფლორისტი, „გარდენია შევარდნაძის“ დამფუძნებელი ზურა შევარდნაძე სოციალურ ქსელში მორიგ საინტერესო და ემოციურ პოსტს აქვეყნებს.

ამჯერად ზურა შევარდნაძე მასწავლებელს, ნანი ჭელიძეს დაბადების დღეს ულოცავს, რომელიც 87 წლის გახდა.

„ჩემი მასწავლებელი იყო უნივერსიტეტში.

პირველი კურსის ბოლოს გადაწყვიტა ბოტანიკის კათედრის თანამშრომელი გავმხდარიყავი და ეს მოახერხა, ჯავახიშვილის უნივერსიტეტის პირველი კურსის სტუდენტი ვიყავი და თან ბოტანიკის კათედრის ლაბორანტი.

ეს ის ქალბატონია ყოველ ხელფასის დღეს თავისი 170 მანეთიდან 20 მანეთს ჩემი სამუშაო ხალათის ჯიბეში, რომ მიდებდა ჩუმად.

ბევრ გზაზე გამიძღვა, ბოლომდე მიმყვა, დამეხმარა, დამტუქსა, დამიყვავა, დამარიგა, გამკიცხა, მომეშველა, გამიპირდა, გამაძლიერა, საქციელი მომიწონა ან დამიწუნა, სწორი ადამიანები დამანახვა, გამაცნო, დამაახლოვა...
მას შემდეგ თითქმის 30 წელი გავიდა და უძვირფასეს, მასწავლებლად, დამრიგებლად და საიმედო ადამიანად რჩება ჩემთვის.

მისი ერთი შემოხედვითაც ვგრძნობ რამდენად სწორი ან არასწორი ნაბიჯი გადავდგი.

მასავით არავის გამოსდის გითხრას სიმართლე და არ გეწყინოს, პირიქით მადლიერი დარჩე.

არ ვიცნობ მეორე ადამიანს რომელმაც მასავით სწორი, მაღალი მორალით იცხოვრა.

დღეს ჩემი ძვირფასი მასწავლებელი ნანი ჭელიძე 87 წლის გახდა.

მინდა დიდხანს მყავდეს. ფასდაუდებელი განძია ჩემთვის მისი არსებობა“,- წერს ზურა შევარდნაძე.

⭕აგრეთვე დაგაინტერესებთ:

⭕26 მაისი მერაბ კოსტავას დაბადების დღეა

⭕„ჩვენ მშვენიერი სამშობლო და თავისუფალი სახელმწიფო გვაქვს, ეს ბედნიერებაა, რომელსაც მუდმივი ზრუნვა, გაფრთხილება და დაცვა სჭირდება“- გია მურღულია საზოგადოებას დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს

⭕26 მაისს საქართველო დამოუკიდებლობის დღეს აღნიშნავს