Digest Logo

🎥 „ასეთი გამოცდილება არ მქონია, ეს იყო დღესასწაული... რომ მოვფრინავდი რას არ ვიგონებდი, ყველაზე უხერხული მდგომარეობა მქონდა“ - რას ამბობს რეზო ჩხიკვიშვილი

1721725986
რეზო ჩხიკვიშვილი

22 ივლისს ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში ბრიტანული შოუს ანალოგი „ვინ ვინ არის“ ნახევარფინალი გაიმართა. 

აუტსაიდერები პანდას და დრაკონი კოსტიუმებში გამოწყობილი კონკურსანტები აღმოჩნდნენ.

მაყურებლის გადაწყვეტილებით, ნიღბის მოხსნა დრაკონს მოუწია და როგორც აღმოჩნდა, ის ცნობილი ქართველი მსახიობი რეზო ჩხიკვიშვილი იყო, რომელმაც გადაცემიდან გამოთიშვის შემდეგ პირველი კომენტარი „იმედის დილაში“ გააკეთა. 

„მინდა შემოქმედებით გუნდს მადლობა გადავუხადო. ასეთი გამოცდილება არ მქონია, ეს იყო დღესასწაული. მე ზოგადად პოზიტიური ადამიანი ვარ და მიყვარს კარგ ხასიათზე ყოფნა, ზუსტად ეს გადაცემაა ისეთი, რაც ხალხს სიხარულს ანიჭებს.

თან გული დამწყდა რომ გამოვეთიშე, თან რამხელა ბედნიერებაა ნახევარფინალამდე მივედი. ისე შემიყვარდა ჩემი ფიგურა, დრაკონი.

არ მიყვარს ჩემი ნამუშევრების ყურება, მაგრამ ამ ფიგურას რომ ვუყურებ ძალიან შემიყვარდა. ახლა გერმანიაში ვარ და კვირაში ერთხელ, რომ მოვფრინავდი რას არ ვიგონებდი, ყველაზე უხერხული მდგომარეობა მქონდა ნიკა წულუკიძესთან და ვფიქრობდი, თუ ვინმე ამომიცნობს ეს იქნება ნიკა, რადგან 1 კვირა ერთად ვიყავით, რუსთავში ჩემი საღამო მიჰყავდა“, - ამბობს რეზო ჩხიკვიშვილი.

 ასევე დაგაინტერესებთ:

⭕ „იმ დონემდე მეშინია და მეზიზღება ფრინველის ხორცსაც ვერ ვეკარები“ - რას წერს ნინი შერმადინი

🎥 „შეყვარებული ვარ უკვე ერთი წელია და საკმაოდ ბედნიერი ვარ“ - ნუცა ბუზალაძე პირად ცხოვრებაზე ალაპარაკდა

🎥 როგორ აისახება მშობლების კონფლიქტი ბავშვის ფსიქიკაზე? - „შეგვიძლია პატარა კონფლიქტი ვაჩვენოთ ჩვენს შვილებს და დავანახოთ მისი მოგვარებაც“