
„ევროვიზიის“ მონაწილე, მომღერალი ნუცა ბუზალაძე, რომელიც ამავე კონკურსის ფინალისტიც იყო, გადაცემაში „იმედის დღე“ იმყოფებოდა. მან თავის პირად ცხოვრებაზე საჯაროდ ისაუბრა და თქვა, რომ ერთი წელია შეყვარებულია.
რჩეულის ვინაობა მომღერალმა არ გაამხილა, თუმცა თქვა, რომ ხელოვნების სფეროსთან ახლოსაა.
„შეყვარებული ვარ უკვე ერთი წელია და საკმაოდ ბედნიერი ვარ პირად ცხოვრებაში, ამიტომ არ ვასაჯაროებ არასდროს.
ყოველთვის იმის შიში მქონდა ბავშვობიდან, როგორ შეიძლება შეუთავსო სიყვარული კარიერას, როცა ასე გიყვარს შენი საქმე, მაგრამ თურმე ეს შესაძლებელია თუ შენი მეორე ნახევარი არის ისეთი, რომ იყო შენი თავის საუკეთესო ვერსია, გაანათო ყველგან...
ხელოვნების სფეროში არ არის, მაგრამ შეხება აქვს, ჰყავს ბევრი მეგობარი ვინც ამ სფეროშია, ამიტომ იცის ეს ყველაფერი რამდენ დროს მოითხოვს. იცის, რომ კონცერტის დროს მაგალითად არ მიყვარს საუბარი და ამ ყველაფერს მიგებს“, - ამბობს ნუცა ბუზალაძე.
ასევე დაგაინტერესებთ: