ახალქალაქის რეფერალური საავადმყოფოში ნინოწმინდის რაიონის, სოფელ განძაში მცხოვრები კაზარიანების ოჯახის მე-14 შვილი დანიელი დაიბადა. ჩვილი 2.600 კგ-ს იწონის და სიმაღლეში 48 სმ-ია.
რაც შეეხება ახლად დაბადებულის დედას, ვარდუჰი კაზარიანი თავს კარგად გრძნობს და ამბობს, რომ მომავალში თუ კიდევ დაფეხმძიმდება მე-15 შვილსაც გააჩენს.
„თუ ღმერთმა ინება, ისევ ვიმშობიარებ“, - ამბობს ვარდუჰი კაზარიანი.
ექიმები დედის ჯანმრთელობითა და მშობიარობის შემდგომი სწრაფი აღდგენის უნარით გაოცებულები არიან.
„ასეთი შემთხვევა ბუნებაში იშვიათია. 25 წელია ქალებს მშობიარობისას ვეხმარები. აქამდე მე-9 შვილის დედა მყავდა ნამშობიარები. ეს პირველი შემთხვევაა მთელ ჩემს კარიერაში“, - ამბობს გინეკოლოგი არმენუი რსტაკიანი.
ასევე დაგაინტერესებთ:
წყარო: jnews.ge