Digest Logo

🎥 „აშკარად უნდა იყო ჩართული სპორტში, რომ ამდენი რამე იცოდე“ - ილია თოფურია თეთრ სახლთან კომუნიკაციაზე

1794860032
ილია თოფურია

ბრძოლის შემდგომ პერიოდსა და მაღალი დონის პოლიტიკურ წრეებთან კონტაქტებზე საუბრისას, UFC-ის ჩემპიონმა ილია თოფურიამ La Gazzetta Georgia-სთან ინტერვიუში თეთრ სახლში, დონალდ ტრამპთან და მარკო რუბიოსთან გამართულ კომუნიკაციებზე ისაუბრა.

როგორც სპორტსმენი აღნიშნავს, მიუხედავად იმისა, რომ ურთიერთობა მეგობრული არ ყოფილა, მასზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა იმან, თუ რამდენად კარგად და დეტალურად იცნობენ და აკვირდებიან ამერიკელი ლიდერები სპორტის სამყაროს.

„ჩხუბის შემდეგ იყო თეთრ სახლთან, ტრამპთან მარკო რუბიოსთან კომუნიკაციები. რომ გითხრათ მეგობრული, მოგატყუებთ. მაგრამ რამაც ძალიან გამაკვირვა იყო ის, როგორი ინფორმირებულები იყვნენ სპორტზე, ბევრი რამ იციან. ამან ძალიან გამაკვირვა. 

პრომო ვიდეოს გადასაღებად ჩავედით ბრძოლამდე, ერთი კვირით ადრე. იქ იხსენებდნენ ბრძოლებს, ბოქსის ეპოქას. ბევრ ისეთ დეტალს შეეხნენ, აშკარად უნდა იყო ჩართული სპორტში, რომ ამდენი რამე იცოდე.

ჩემი ბრძოლისთვის ჯერ არ მიყურებია, მაგრამ ვაპირებ, რომ პროფესიონალის თვალით შევხედო და დავაკვირდე ტექნიკებს“, - ამბობს ილია თოფურია.

მეტის გასაგებად იხილეთ ვიდეო:

⭕ აგრეთვე დაგაინტერესებთ:

🎥 „თვალები სისხლით მქონდა მიწებებული...“ - ილია თოფურია სიკვდილ-სიცოცხლის ზღვარზე ყოფნასა და ძმის გადამწყვეტ როლზე

🎥 „მინდა, რომ სპორტის განვითარებაში წვლილი შევიტანო“ - რას გეგმავს ილია თოფურია საქართველოში

🎥 „საქართველოს განსაკუთრებული ადგილი ექნება ჩემ გულში“ - ილია თოფურია ესპანურ და ქართულ სამზარეულოზე, მადლიერებასა და კულტურულ კავშირებზე

✕