Digest Logo

🎥 „თვალები სისხლით მქონდა მიწებებული...“ - ილია თოფურია სიკვდილ-სიცოცხლის ზღვარზე ყოფნასა და ძმის გადამწყვეტ როლზე

1794858257
ილია თოფურია

კარიერაში პირველ მარცხსა და ოქტაგონზე გადატანილ უმძიმეს ტრავმებზე საუბრისას, UFC-ის ჩემპიონმა ილია თოფურიამ La Gazzetta Georgia-სთან ინტერვიუში იმ ფარულ დეტალებზე ისაუბრა, რაც აქამდე მილიონობით ადამიანმა არ იცოდა.

როგორც სპორტსმენი იხსენებს, მძიმე ტრავმებისა და მხედველობის დაკარგვის ზღვარზე ყოფნის მიუხედავად, ბრძოლის გაჩერებამ და ძმის სწორმა გადაწყვეტილებამ იგი ტიტანიუმის იმპლანტაციას გადაარჩინა, რითაც „ოქტაგონს“ სამუდამოდ დაემშვიდობებოდა:

„18 პროფესიონალური ბრძოლა მაქვს ჩატარებული, აქედან 17-ჯერ ისე დავასრულე, რა შედეგითაც მე მინდოდა. ის ერთი აღმოჩნდა, შედეგი, რომელიც არ მსურდა, მაგრამ ყველა დანარჩენმა ისე ჩაიარა, როცა ვიგებდი, ზემოთ არასდროს არ ამიხედავს და არ მიფიქრია - ღმერთო ამდენ კარგ რაღაცას მე რატომ მაძლევ. არ მინდა რომ ჩემ თავს იგივე უფლება მივცე წაგების შემთხვევაში - რატომ მე.

წუწუნი, თავის შეცოდება და ა.შ. 

ერთ-ერთი საუკეთესო გარემო და მოსამზადებელი პერიოდი მქონდა, რაც იქამდე მქონია. ისეთი ბრძოლები მომიგია ისეთ სიტუაციაში, დღესაც მიკვირს. ყველაფერი იდეალური იყო, მაგრამ სწავლა მომიწია. მოგება ყოველთვის იმას გახსენებს, ვინ გინდა იყო, როცა აგებ, სხვანაირი კუთხით უყურებ და გახსენებს ვინ ხარ რეალურად.

მადლობა ღმერთს, ზუსტად იგივე კუთხით ვუყურებდი წაგებასაც. მე ზუსტად ვიცი წლების შემდეგ, როცა უკან მოვიხედავ ვიტყვი - მადლობა ღმერთო რომ მე ეს დამემართა. იმიტომ, რომ იქ არ ვიქნებოდი სადაც ვარ და ის არ ვიქნებოდი ვინც ვარ. ძალიან ბევრი სირთულე გამივლია ცხოვრებაში, ფიზიკურად, ეკონომიკურად. ამიტომ რწმენას ვინარჩუნებ რომ ყველაფერი კარგად არის და უკეთესად იქნება.

პირველი რაუნდიდანვე ისეთი გრძნობა მქონდა, თითქოს რაღაც მაწუხებდა თვალზე. რაღაცა მქონდა, რაც მინდოდა მომეშორებინა. ცხრაჯერ დავხუჭე თვალი და არ მომშორდა. მეორე რაუნდის შემდეგ მივხვდი რომ მოტეხილობები მქონდა. როცა მეორე რაუნდის შემდეგ გავედი, მათთან ვინც ოფლს მწმენდს ხოლმე, მან მითხრა რომ ცხვირიდან ჰაერი არ გამომეშვა. მანდ მივხვდი რომ მოტეხილი მქონდა. რადგან ამ დროს როცა ჰაერს უშვებ თვალები გებერება და ეს სპორტსმენებს კანონივით გვაქვს, მათ ვემორჩილებით. ცხვირი რომ მოტეხილი მქონდა, თვალები ძალიან მტკიოდა და მაწუხებდა. ასე მეგონა დამტვრეული შუშები მქონდა თვალებში. ვერ ვხედავდი ვერაფერს, წამწამები სისხლით მქონდა მიწებებული.

ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან მომენტში, ამერიკის პრეზიდენტის წინაშე, ბევრ მნიშვნელოვან ადამიანთან ერთად, მილიონობით ადამიანი ეკრანთან - ამ დროს მე ვერაფერს ვხედავ, ვერ ვსუნთქავ. ფიზიკურად ძალიან ცუდად ვიყავი, გასიებული მაგრამ, შინაგანად მეცინებოდა.

მე ზოგადად მიმწოლი ადამიანი ვარ, რაუნდებშიც მაგიტომ მინდოდა გაგრძელება. ვარჯიშის დროსაც ასე ვარ. მოდის ისეთი მომენტი, რომ გონება გეუბნება აღარ შეგიძლია, უნდა გაჩერდე, მაგრამ ვრთავ იმას, რომ არ უნდა გავჩერდე. ამდენი ხალხი გიყურებს. რამე რომ მოგივიდეს, მაინც აგაყენებენ და მოგივლიან. ეგ ფიქრი მქონდა ბრძოლაშიც. რაც მოსახდენი იქნებოდა მოხდებოდა. არ ვარ კონცენტრირებული იმაზე, რომ ვიწუწუნო, პირიქით რაც ირგვლივ ვარ ვიყენებ და ვაკეთებ.

მხედველობასთან ერთად იყო დიდი ტკივილი, რაც ჩემთვის ძალიან უცხო იყო. ცხოვრებაში თითიც კი არ მქონია მოტეხილი. ყველაზე მნიშვნელოვან მომენტში მქონდა ოთხი მოტეხილობა. ალექსანდრეს რომ არ გაეჩერებინა ბრძოლა, ვერ ვიტყვი, რომ მხედველობას დავკარგავდი. თუმცა ფაქტი ის იქნებოდა, რომ „ოქტაგონზე“ ვეღარასდროს დავბრუნდებოდი. მხედველობას ბევრი ოპერაციის შემდეგ მაინც აღგიდგენდნენ. ბრძოლა რომ არ გაჩერებულიყო, უარესი მომივიდოდა, როცა ასეთი დაზიანება გაქვს, მეტალს გისვამენ თვალში, ტიტანიუმს, ეგ თუ ჩაგისვეს, დამთავრდა ყველაფერი. მაგას გადავრჩი 0.5 მილიმეტრით. ღმერთმა გადმომხედა და ძმამ შემინარჩუნა ჩემი მარჯვენა თვალი.

პირველ რაუნდში წამეკიდა ცეცხლი. კიდევ უნდა გამეგრძელებინა ოთხი რაუნდი. ისეთი ადამიანი მედგა წინ, რომელსაც უნდოდა ჩემთვის თავი მოეგლიჯა, წიხლი ჩაერტყა. ასეთ მომენტში როცა ხარ, ტკივილები გაწუხებს, ვერ ხედავ და გაწუხებს ინსტინქტები, რატომ ვერ ხედავ გაწუხებს კითხვები. მაგრამ მე მაინც ისე ვაჩვენებდი თავს, ვითომ კარგად ვიყავი“, - იხსენებს ილია თოფურია.

მეტის გასაგებად იხილეთ ვიდეო:

⭕ აგრეთვე დაგაინტერესებთ:

🎥 „მინდა, რომ სპორტის განვითარებაში წვლილი შევიტანო“ - რას გეგმავს ილია თოფურია საქართველოში

🎥 „საქართველოს განსაკუთრებული ადგილი ექნება ჩემ გულში“ - ილია თოფურია ესპანურ და ქართულ სამზარეულოზე, მადლიერებასა და კულტურულ კავშირებზე

🎥 „დღის ბოლოს მაინც მარტო ხარ „ოქტაგონზე“ - ბრძოლის მიღმა არსებული მარტოობა და ძმის განსაკუთრებული როლი: ილია თოფურიას გულახდილი ინტერვიუ

✕