Digest Logo

🎥 „საქართველოს განსაკუთრებული ადგილი ექნება ჩემ გულში“ - ილია თოფურია ესპანურ და ქართულ სამზარეულოზე, მადლიერებასა და კულტურულ კავშირებზე

1794854766
ილია თოფურია

ესპანურ სამზარეულოსა და კულინარიულ პრეფერენციებზე საუბრისას, UFC-ის ჩემპიონმა ილია თოფურიამ La Gazzetta Georgia-სთან ინტერვიუში ესპანეთისა და საქართველოს მიმართ განსაკუთრებულ განცდებზე ისაუბრა.

როგორც სპორტსმენი აღნიშნავს, ესპანეთმა მას ოცნებების ასრულების საშუალება მისცა, თუმცა ქართული ფესვები, ტრადიციები და სამშობლო მის გულსა და სულში სამუდამოდ განსაკუთრებულ ადგილს იკავებს.

„ბოლო წლებში ესპანურ კერძებს ისე შევეჩვიე, ბევრს შეიძლება ეწყინოს. ესპანური სამზარეულო სულ სხვანაირად არის შექმნილი, ქართული სხვანაირად. რა თქმა უნდა, როცა ქართული კერძები მომენატრება ხოლმე, ხინკალი არის თუ ხაჭაპური მივირთმევ. ხაჭაპურის დიდი ფანი არ ვარ, მაგრამ აჭარული ხაჭაპური მიყვარს ძალიან.

ბევრ ადამიანს შეიძლება, ესპანური კერძებიდან უცებ პაია გაახსენდეს, მაგრამ მე მისი მოყვარული არ ვარ. ესპანური, რაც მიყვარს ეს არის პროდუქტი და მისი ხარისხი. სუნელების მინარევებით დიდად არ გამოირჩევიან.

სადაც არ უნდა წავიყვანო ჩემი სტუმარი, ესპანურ რესტორანში თუ ქართულში, ისეთი ვარ გემოვნებაში არ მოვიკოჭლებ. არ მაქვს ის მომენტი, რომ ორად ვარ გაყოფილი. რასაც ვერ უარვყოფ არის, რომ სუფთა ქართული ოჯახიდან მოვდივარ. დიდი მადლიერების გრძნობა მაქვს ესპანეთის მიმართ, რადგან მომცა საშუალება, რომ ოცნებებს მივყოლოდი. უმადური ვერ ვიქნები. საქართველოს ყოველთვის განსაკუთრებული ადგილი ექნება ჩემ გულში და სულში. ქართველ ადამიანსაც, სადაც არ უნდა შემხვდეს ქართველი, მასთან საუბრის შემდეგ ბევრი ფიქრი და ანალიზი მიწევს“, - აღნიშნა ილია თოფურიამ.

მეტის გასაგებად იხილეთ ვიდეო:

⭕ აგრეთვე დაგაინტერესებთ:

🎥 „დღის ბოლოს მაინც მარტო ხარ „ოქტაგონზე“ - ბრძოლის მიღმა არსებული მარტოობა და ძმის განსაკუთრებული როლი: ილია თოფურიას გულახდილი ინტერვიუ

🎥 „გოგოები ძმასთან მატანდნენ წერილებს...“ - როგორ იშოვა პირველი ფული ჩემპიონმა: ილია თოფურიას სახალისო ისტორია რუსთავის სკოლიდან

⭕„საქართველოს ნაკრები აუცილებლად უნდა დავამარცხოთ“ - ილია ზაბარნი

✕