Digest Logo

🎥 „მინდა, რომ სპორტის განვითარებაში წვლილი შევიტანო“ - რას გეგმავს ილია თოფურია საქართველოში

1794856080
ილია თოფურია

მაიამიში გადაცხოვრებასა და სამომავლო გეგმებზე საუბრისას, UFC-ის ჩემპიონმა ილია თოფურიამ „ლა გაზეთა ჯორჯიასთან“ (La Gazzetta Georgia) ინტერვიუში სამშობლოში სამომავლო ინვესტიციებსა და სპორტის განვითარებაზე ისაუბრა.

როგორც სპორტსმენი აღნიშნავს, საქართველოში ვიზიტები გახშირდება და პირველი მასშტაბური პროექტი ახალი თანამედროვე სპორტდარბაზის გახსნა იქნება:

„ჩემი სპორტული კარიერიდან გამომდინარე ბოლო დროს მაიამიში მომიწია გადაცხოვრება. წინა წლებში რომ გეკითხათ ვიცხოვრებდი თუ არა იქ, ეს ყველაფერი წარმოუდგენლად მიმაჩნდა.

ჩემი ვიზიტები საქართველოში ამ ბოლო დროს ძალიან გახშირდა. ძალიან ბევრი გეგმა მაქვს საქართველოზე და ბევრი რამის გაკეთება მინდა. პირველ რიგში, რასაც გავაკეთებ, ეს არის სპორტდარბაზი. მინდა რომ სპორტის განვითარებაში წვლილი შევიტანო. დიდი პოტენციალი გვაქვს ქართველებს ზოგადად სპორტში, განსაკუთრებით ჭიდაობასა და ძალოსნობაში. ჩემი ვიზიტები ისევ გახშირდება და გაგრძელდება საქართველოში“, - აღნიშნა ილია თოფურიამ.

მეტის გასაგებად იხილეთ ვიდეო:

⭕ აგრეთვე დაგაინტერესებთ:

🎥 „საქართველოს განსაკუთრებული ადგილი ექნება ჩემ გულში“ - ილია თოფურია ესპანურ და ქართულ სამზარეულოზე, მადლიერებასა და კულტურულ კავშირებზე

🎥 „დღის ბოლოს მაინც მარტო ხარ „ოქტაგონზე“ - ბრძოლის მიღმა არსებული მარტოობა და ძმის განსაკუთრებული როლი: ილია თოფურიას გულახდილი ინტერვიუ

🎥 „გოგოები ძმასთან მატანდნენ წერილებს...“ - როგორ იშოვა პირველი ფული ჩემპიონმა: ილია თოფურიას სახალისო ისტორია რუსთავის სკოლიდან

✕