რამდენად სწორია ყველაფრის ასტროლოგიური პროგნოზის ქვეშ გატარება - ეს შეკითხვა ასტროლოგ რამაზ გიგაურს ტელეწამყვანმა გადაცემაში „შუადღე“ დაუსვა.
ნახეთ, რა უპასუხა ასტროლოგმა მთავარ შეკითხვას👇
„ყველაფერი შეიძლება საშიში აღმოჩნდეს, ადამიანის სიტყვა არის მახვილი. ყავა დავლიო თუ ჩაი, ამას არ სჭირდება ასტროლოგია. რაც შეეხება ასტროლოგიის პოპულარიზაციას, როდესაც დგება გარკვეული კრიზისი სამყაროში, ადამიანები ეძებენ გამოსავალს.
მე ასტროლოგიას საგზაო ნიშნების ცოდნას ვადარებ, თუ შუქნიშანზე წითელი აინთება, არ გვეშინია, ვჩერდებით, თუმცა ეს არაა იმის გარანტია, რომ უკნიდან ვიღაც მძღოლი არ დაგეჯახება.
ჩვენ ასტროლოგიას არ უნდა მივანიჭოთ ჯადოსნური ჯოხის დატვირთვა.
ეს არის ცოდნა სამყაროს შესახებ, ოღონდ მე ნამდვილ ასტროლოგიაზე ვსაუბრობ და არა ყვითელ ასტროლოგიაზე, რომლითაც გაჯერებულია სოციალური ქსელები“, - ამბობს რამაზ გიგაური.
აგრეთვე დაგაინტერესებთ:
⭕ რეზი არველაძის შვილიშვილი, პატარა სოფია დედასთან ერთად – რა ფოტოს აქვეყნებს ვატო არველაძე?