Digest Logo

„ასტროლოგიური, ახალი 14 წლიანი ციკლი იწყება, რომელიც...“ - სოფია ბზეკალავას პროგნოზი ზოდიაქოს 12 ნიშნისთვის

1713164834
სოფიო ბზეკალავა

ასტროლოგი სოფია ბზეკალავა გადაცემა „შენი დილის“ ეთერში ზოდიაქოს ნიშნებისთვის ასტროლოგიურ პროგნოზსა და ამ კუთხით მიმდინარე პროცესებზე საუბრობს.

მისი თქმით, ახალი ასტროლოგიური 14 წლიანი ციკლი იწყება და ამ პერიოდში მნიშვნელოვანი ცვლილებები მოხდება.

ვერძი

ამ კვირაში თქვენი მიმართულება გადაწყვეტილებების კუთხით გადამოწმდება. მიენდეთ კარმას, შეეცადეთ იმოქმედოთ დიპლომატიურად. წინ იარეთ და თქვენს გადაწყვეტილებებში ეჭვი არ შეიტანოთ. გაეცით პასუხი მას ვინც წარსულში ტკივილი მოგაყენათ.

კურო

თქვენთვის დადგა ნანატრი სიმშვიდისა და სამართლიანობის ეტაპი. ყველაფერი დალაგდება თავის ადგილას. თქვენ შეიძლება იყოთ ბევრისთვის მფარველი ანგელოზი. ბევრის ცხოვრებაში ხართ მნიშვნელოვანი ფიგურა. დაასრულებთ საბოლოოდ მძიმე ეტაპს, რომელიც ჯანმრთელობას ეხება.

ტყუპები

შესაძლოა შეიცვალოთ გარემო, ადამიანები. საშუალება გექნებათ მოქნილად იპოვოთ გამოსავალი ჩიხში შესული საქმეებიდან. საყვარელი ადამიანები და ბავშვები თქვენგან მეტ კონცენტრაციას ითხოვენ.

კირჩხიბი

არ იჩქაროთ დასკვნების გამოტანა და რესურსების ხარჯვა. ამ ეტაპზე ყველაფრის დაკვირვებულად გაკეთება გმართებთ. მიმდინარე კვირის განმავლობაში მნიშვნელოვანი ცვლილებები იქნება თქვენს ცხოვრებაში. ამ კვირაში მიღებულ გადაწყვეტილებებზე ბევრი რამე არის დამოკიდებული.

ლომი

გექნებათ მნიშვნელოვანი სიახლეები და აღმოაჩენთ რომ ბევრი ადამიანის ცხოვრებაში ხართ მნიშვნელოვანები. არ გაჯიუტდეთ. შესაძლოა რაღაცებმა გაგაღიზიანოთ და ეს რეაქციები ძირითადად სტრუქტურებს უკავშირდება.

ქალწული

მიმდინარე კვირის განმავლობაში გაქვთ დაამტკიცოთ, თქვენი სიმართლე და შესაძლებლობები. იქნება სიტუაციები სადაც გექნებათ საშუალება მოიხადოთ ბოდიში და თავი იმართლოთ. ეს ეხება თითქმის ყველა სფეროს. კვანტური ნახტომი გექნებათ მოკავშირეებში, პირად ცხოვრებაში და სამსახურში. გამოჩნდება ადამიანები, რომლებიც მნიშვნელოვნად დაგეხმარებათ.

სასწორი

გიწევთ ინტუიციის კარნახით მიიღოთ გადაწყვეტილებები, მიენდეთ საკუთარ გულსა და ინტუიციას. იმოქმედეთ სამართლიანობის და სხვისი ტერიტორიის არ დარღვევის პრინციპით. არავის აღარ აძლევთ უფლებას გამოგიყენონ და ხელზე დაგიხვიონ. თქვენი გადაწყვეტილებებით შესაძლოა ტრავმა მიაყენოთ საკუთარ თავს და სხვებსაც.

მორიელი

ამ კვირაში ხვდებით, რომ რაც აქამდე ხელს გიშლიდათ წინსვლაში, უნდა ჩამოიშოროთ. ეს შეიძლება იყოს ადამიანი, გარემოცვა. პირდაპირი გაგებით ჯერ ნგრევისა და შემდეგ გაჯანსაღების პროცესი გელოდებათ, როგორც პირად ურთიერთობაში ასევე პროფესიულ საქმიანობაში.

მშვილდოსანი

მშვილდოსნები, რომლებიც საზღვრებს არ იცავდნენ ახლა დალაგდებიან. მიიღებთ გრანდიოზულ სტატუსებს, შეიძლება იყოს ლატარია ან მნიშვნელოვანი პროექტები. გათავისუფლდებით შებოჭილობისგან.

თხის რქა

არასტაბილური ხართ. რაღაც ეტაპები თქვენს ცხოვრებაში დასრულდა. ამ ეტაპზე სადაც ხართ იცხოვრეთ დღეს და ახლა. მომავალი შექმნით აწმყოში. მუდმივად უნდა იყოთ განვითარებაში, რაც შემდეგ აუცილებლად შედეგს გამოიღებს.

მერწყული

იღებთ ძალიან კარგ შანსებს, რომელიც ეხება ემიგრაციას საბუთებს. გამოგივათ ისეთი საქმეები, რაშიც აქამდე არ გიმართლებდათ, ეს შეიძლება იყოს სასამართლო დავები.

თევზები

დაიჯერე, რომ სასწაულები არსებობს. სიყვარული, ძალისხმევა რომელიც თქვენ ადამიანებში ჩადეთ აზრიანია და ამას მალე მიხვდებით.

⭕ აგრეთვე დაგაინტერესებთ:

🎥 არის თუ არა თმის შეჭრა მოგებიანი და რა სამედიცინო პროცედურების ჩატარებისგან უნდა შევიკავოთ თავი დღეს? - 15 აპრილის ასტროლოგიური პროგნოზი ქეთი ოდიშელისგან

🎥 „ჩემთვის ყველაზე დიდი თერაპიაა... ნახეთ, რა ლამაზები არიან...“ - ქალი, რომელიც ცხვრის ფარას უვლის და ტრაქტორს მართავს

⭕15 აპრილს თბილისის უბნების ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება