რამდენიმე კვირის წინ „მათე მოტორსის“ მფლობელმა, ბიზნესმენმა გელა ბარკალაიამ სოციალურ ქსელში გაავრცელა ვიდეო ავტო ცენტრიდან. ვიდეოში იგი ამბობდა, რომ ეროვნული ნაკრების ფეხბურთელებს, გიორგი მიქაუტაძეს და ხვიჩა კვარაცხელიას საკუთარი ხელით გაკეთებულ ნარდს, რომელიც ციხეში დაამზადა აჩუქებდა.
საქართველოს ეროვნული ნაკრების ფეხბურთელი გიორგი გველესიანი სტუმრად პაატა გულიაშვილის და ნიკა არაბიძის იუმორისტულ შოუში იმყოფებოდა, სადაც მოჰყვა ისტორია თუ რა რეაქცია ჰქონდა ხვიჩა კვარაცხელიას გელა ბარკალაიას ვიდეოს ნახვისას.
„ეს ვიდეო, რომ გავრცელდა, მთელმა საქართველომ ნახა რა თქმა უნდა. ჰოდა კვარასთან ერთად მე ვიკეთებდი მასაჟს სამასაჟო ოთახში. თავი უნდა ჩაყო იმ მაგიდაში, მე და კვარა გვერდიგვერდ ვიწექით. ათ წუთიანი ვიდეოა და რვა წუთი ელოდებოდა კვარა, რომ მანქანას აჩუქებდნენ“, - ისაუბრა გიორგი გველესიანმა.
@giglikinio_history Gela barkalaia#mamardashvili #kvara #budu #miqautadze #footballwinnergeorgiaeuro24 #foryoupage #giglikinio_history ♬ original sound - Giglikinio
⭕ ასევე დაგაინტერესებთ:
🎥 „მადლობა, ზუკა“ - „ბორდო“ ზურიკო დავითაშვილს ვიდეოკოლაჟით ემშვიდობება
🎥 „საოცარი ემოციები...“ - გიორგი გასვიანმა ოჯახთან ერთად მტკვარზე გაისეირნა