უნგრეთის ეროვნული ნაკრები 14 ნოემბერს თბილისში საქართველოს დაუპირისპირდება, ხოლო 17 ნოემბერს ჩრდილოეთ ირლანდიას უმასპინძლებს.
ამ ორი შეხვედრისთვის მარკო როსის მიერ გამოძახებულთა სიაში 27 ფეხბურთელია. გუნდს უბრუნდება ატილა შალაი; ასევე, ტრავმების შემდეგ ბრუნდებიან როლანდ შალაი და ბარნაბაშ ვარგა. ნაკრებში პირველად გამოიძახეს მილან პეტო, აკოშ სენდრეი და იოზეფ ურბლიკი.
ეს უკანასკნელი სლოვაკეთშია დაბადებული, ამ ქვეყნის ასაკობრივ ნაკრებებში თამაშობდა, მაგრამ უნგრელია და ისტორიული სამშობლოს სახელით თამაში 30 წლის ასაკში გადაწყვიტა.
მეკარეები: ბენს გუნდელ-ტაკაჩი (ზალაეგერზეგი), არმინ პეჩი (ჰარტბერგი), ბალაშ ტოტი (ბლექბერნ როვერსი)
მცველები: ბენდეგუზ ბოლა (ვენის რაპიდი), მარკ სინგერი (გრონინგენი), მილოშ კერკეზი (ლივერპული), აკოს მარკგრაფი (კოპენჰაგენი) ზოლტ ნადი (პუშკას აკადემია), ვილი ორბანი (ლაიფციგი), ატილა ოსვატი (ფერენცვაროში), ატილა შალაი (პოგონი), ბენცე ვარკონი (ყარაბაღი)
ნახევარმცველები: პიტერ ბარატი (სიგმა ოლომოუკი), არონ ჩონგუაი (სენტ-ეტიენი), მილანი პეტო (პაქში), ანდრაშ შაფერი (ბერლინის უნიონი), სტაილზ კალუმი (ვესტ ბრომვიჩ ალბიონი), დომინიკ სობოსლაი (ლივერპული), რაიმუნდ ტოტი (კონიასპორი), იოზეფ ურბლიკი (ვაშაში), მილან ვიტალისი (აეკ)
თავდამსხმელები: გაბორ იურეკი (მტკ ბუდაპეშტი), დანიელ ლუკაჩი (პუშკას აკადემია), დამირ რეჯიჩი (ზალცბურგი), როლანდ შალაი (გალათასარაი), აკოს ზენდრეი (დებრეცენი), ბარნაბაშ ვარგა (აეკ)
უეფას დისციპლინური გადაწყვეტილების თანახმად, უნგრელ გულშემატკივრებს არ შეუძლიათ საქართველოს ნაკრებთან გასვლით მატჩზე დასწრება.
⭕ ასევე დაგაინტერესებთ:
⭕ როგორი ამინდია მოსალოდნელი 4 ნოემბერს საქართველოში
წყარო: 1tv.ge