საერთო სახალხო შეკრებას ცოტნე ივანიშვილი შეუერთდა. ამჟამად იგი ფილარმონიასთან, „ქართული ოცნების“ ახალგაზრდული ორგანიზაციის წევრებთან ერთად იმყოფება, საიდანაც პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიისკენ მიემართება.
„ჩემი პოზიცია არის, რომ აუცილებლად უნდა გავხდეთ ევროპული ოჯახის ღირსეული წევრები. ამისთვის ვარ დღეს აქ. ყველა ახალგაზრდას მოვუწოდებ, რომ მხარი დაგვიჭიროს“, – განაცხადა ცოტნე ივანიშვილმა.
20:00 საათზე პარლამენტთან „საყოველთაო სახალხო შეკრება“ გაიმართება.
ღონისძიების მთავარი გზავნილია - „მამული, ენა, სარწმუნოება“. მმართველი გუნდისთვის პრინციპულია იმის დემონსტრირება, რომ საქართველოს მომავალი ევროპაშია.
რუსთაველის გამზირზე ხალხს სიტყვით მიმართავს „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი.
აგრეთვე დაგაინტერესებთ:
🎥 „ხე-მცენარეებისგან გამოწვეული ალერგიული სეზონი დასრულებულია ...“ - ბიძინა კულუმბეგოვი
წყარო: imedinews.ge