Digest Logo

„გავიზარდე ქართულ ტრადიციულ ოჯახში, რაც მასწავლეს, რაც ვიწამე და რაც სწორად მიმაჩნია იმას ვამბობ“ - „მასტერის“ მორიგი განცხადება

1714389343
მასტერიმასტერი

ცოტა ხნის წინ, რეპერმა Masteri-მა ახალი კომპოზიცია სახელწოდებით „ჩემი დროშაა ჯერ“ გაუზიარა საზოგადოებას.

გარკვეული ნაწილისგან ვიდეო კლიპმა კრიტიკა დაიმსახურა, რასაც „მასტერი“ სოციალურ ქსელში მორიგი პოსტით პასუხობს:

„ჩემი პატარა ოთახიდან გამოგზავნილი ერთი სიმღერით რა დღეში ჩავარდნენ „წიწილები“. მე „ტრენდს“ არ მივყვები - მე გამეშვით - „თქვენ მხარეს“ გყავთ ნიჭიერი რეპერები და მათ უსმინეთ.

მე წლებია ამ თემებზე ვმღერი და თავს სულ ტყუილად აჯერებთ კონსპირაციულ თეორიებს, თითქოს და ვინმეს დაკვეთას ვასრულებდე.

მე ვარ 1988 წლიანი, გამოვიარე 1990-იანი წლები და იმაზე მეტად ვიცი მეგობრობის, ძმაკაცობის, ტრადიციების და სიტყვის ფასი, ვიდრე ეს ახლა ინტერნეტით ისწავლება (თუმცა ვხედავ რომ ახალ თაობასაც არ ეშლება არაფერი და მაქვს იმედი რომ სწორად დააბალანსებს ხაზს თანამედროვეობასა და ტრადიციულ ღირებულებებთან). მე გავიზარდე ქართულ ტრადიციულ ოჯახში და რაც მასწავლეს, რაც ვიწამე და რაც სწორად მიმაჩნია იმას ვამბობ. უშეცდომო და უცოდველი არავინაა, მაგას დრო აჩვენებს და არც მაგის მონანიების შემრცხვება არც მსმენელის და არც ღმერთის წინაშე.

კიდევ ერთხელ ვიტყვი: ცა ცარიელი არ არის, ღმერთი არსებობს!

ერეკლე მეფე გმირია!

მამაკაცს არასდროს ერქმევა ცოლი!

არა სოროსის მსგავს NGO-შნიკებს!

არა კლუბურ ნარკოტიკებს!

არა აზარტულ თამაშებს! რუსეთი ოკუპანტია!

ქვეყნის 20% ოკუპირებულია რუსეთის მიერ!

აფხაზეთი საქართველოა! სამაჩაბლო საქართველოა!!!

ევროპაში ვართ - ჩვენი დროშაა ჯერ!“, - წერს „მასტერი“.

აგრეთვე დაგაინტერესებთ:

„ტრისტან სარალიძე ცოცხალია, ეს წუთია ვესაუბრე... გრცხვენოდეთ, ცრუ და ბოროტებას რომ ავრცელებთ“ - ელისო პაჭკორია

🎥 „დროს ყველაფერი მიაქვს, მაგრამ გამოცდილებას, რომელიც ამ ხნის განმავლობაში მიმიღია, ვერავინ წამართმევს“ - 100 წლის რევაზ კაპანაძის გულახდილი ინტერვიუ

„აი, ვის აქვს ყველაზე რთული პერიოდი... ენერგოტონუსი ეცემა, ჯანმრთელობა არამდგრადია, არ გაცივდეთ“ - ზოდიაქოს 12-ვე ნიშნის ასტროლოგიური პროგნოზი მიხეილ ცაგარელისგან