სოციალურ ქსელში მსახიობ ტრისტან სარალიძის გარდაცვალებაზე ცრუ ინფორმაცია გავრცელდა. აღნიშნულთან დაკავშირებით მისმა ახლობელმა, ელისო პაჭკორიამ სოციალურ ქსელში პოსტი გამოაქვეყნა, სადაც დაწერა, რომ გავრცელებული ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება და მსახიობს რამდენიმე წუთის წინ ესაუბრა.
„ტრისტან სარალიძე ცოცხალია.
ეს წუთია ვესაუბრე, ჩემი ვარსკვლავი ძამიკო კარგადაა და ყოველთვის კარგად იქნება.
გრცხვენოდეთ, ცრუ და ბოროტებას რომ ავრცელებთ. იხარე ჩემო ძამიკო.
შენს დაბადების დღეს ველოდები, აღდგომასაა უნდა ვიქეიფოთ. ჰოპლა ჩვენ ცოცხლები ვართ!
შენ უნდა მამკლა, კაცო შენ უნდა მამკლაა?!“, - წერს ელისო პაჭკორია.
აგრეთვე დაგაინტერესებთ:
⭕„დედამიწა უარყოფით ენერგოველში შევიდა, ურთიერთგაგება მცირდება... ყურადღებით იყავით ჯანმრთელობასთან და განწყობასთან“ - კვირის ასტროლოგიური პროგნოზი