
ბანკის ძარცვაში ბრალდებულის ბადრი ესებუას მამამ შვილის დაკავების შემდეგ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, რომ მას შვილთან კომუნიკაცია, ამ ხნის განმავლობაშია, არ ჰქონია.
🎥 ბადრი ესებუას დაკავების ექსკლუზიური კადრები
თამაზ ესებუას თქმით, მან ბადრი ესებუას დაკავების შესახებ ტელევიზიებიდან შეიტყო.
დაესწრება თუ არა ის შვილის სასამართლო პროცესებს ამის შესახებ ბრალდებულის მამა კომენტარს არ აკეთებს.
როგორც ცნობილია, ესებუა ნათესავის - ომიანე ჯიქიას საცხოვრებელ სახლში იმალებოდა.
„რაც თქვენ იცით, ის ვიცი მეც, გავიგე ტელევიზიით რომ დააკავეს. ომიანე ჯიქია, რომლის სახლიდანაც ბადრი აიყვანეს, ჩემი ნათესავია, მაგრამ ახლო ურთიერთობა არ მქონია. 5 წლის წინ ვიყავი ბოლოს სატირალში. ბადრის შესახებ მეტი არაფერი ვიცი, კადრებში ვნახე, ამ ხნის განმავლობაში მასთან არანაირი კონტაქტი არ მქონია“, - ამბობს ბადრი ესებუას მამა.
შეგახსენებთ, 2020 წლის 21 ოქტომბერს ზუგდიდის ცენტრში მდებარე „საქართველოს ბანკის“ ფილიალში თავდამსხმელმა 43 ადამიანი მძევლად აიყვანა. რამდენიმე საათიანი მოლაპარაკებების შემდეგ სამხარეო პოლიციის უფროსი შენობაში შევიდა და სხვა მძევლებს ჩაენაცვლა. ამავდროულად შესრულდა თავდამსხმელის მოთხოვნა და მას ნახევარი მილიონი დოლარი გადასცეს.
თავდამსხმელმა ტერიტორია მოთხოვნილი მანქანით, 3 მძევლის თანხლებით, დატოვა და ამ დრომდე მიმალვაში იმყოფებოდა.
ბადრი ესებუას 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.
ასევე დაგაინტერესებთ:
🔵🎥 კოსტა სანიკიძე გიორგი კეკელიძესთან საქმის გასარჩევად მივიდა
🔵„დღეს მოიმატებს სექსუალური ენერგია“ - მიხეილ ცაგარელი
🔵„მე ვარ საქართველოში ყოფილების თემის წარმომადგენელი“ - სალომე კაპანაძე