
არასამთავრობო ორგანიზაცია „საფარის“ ხელმძღვანელმა ბაია პატარაიამ გადაცემაში „საჯარო პოლიტიკა“ ბათუმის პოლიციის უფროსისთვის, ირაკლი დგებუაძისთვის სილის გაწვნისათვის დაკავებულ მზია ამაღლობელზე ისაუბრა.
როგორც მან აღნიშნა, არანაირ შეცდომას არ ჰქონია ადგილი და მზია ამაღლობელმა სილა გააწნა რეჟიმს.
„ჩვენ უნდა გვესმოდეს, რომ არანაირ შეცდომას არ ჰქონია ადგილი. მზია ამაღლობელმა სილა გააწნა რეჟიმს. რეჟიმს, რომელიც არის სასტიკი, რომელიც დგას ადამიანების სისხლზე, ძალადობაზე და ის იმსახურებს სილას, ის იმსახურებს გასამართლებას, ის იმსახურებს დამხობას და ცეცხლს. ოლიგარქია იმსახურებს ცეცხლს“, - განაცხადა ბაია პატარაიამ.
ცნობისთვის, 12 იანვარს ბათუმის პოლიციის მთავარ სამმართველოსთან, აქციაზე „ბათუმელების“ დამფუძნებელი და დირექტორი მზია ამაღლობელი დააკავეს. პირველ ჯერზე, ადმინისტრაციული სამართალდარღვევის შემდეგ იგი ხელწერილით გაათავისუფლეს. შემდეგ კი ამაღლობელმა სამართალდამცველს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა, უფრო ზუსტად კი ხელი გაარტყა, რის შემდეგაც ისევ დააკავეს.
⭕ ასევე დაგაინტერესებთ:
⭕ცნობილია, ვინ შეცვლის ნინი ბადურაშვილს „პრაიმშოუში“
⭕„საოცარი დედის საოცარი შვილები“ - ნანუკა გუდავაძე შვილებთან ერთად გადაღებულ კადრებს აქვეყნებს