Digest Logo

„ბატონი ბიძინა ივანიშვილმა და ქალბატონმა ეკამ ისე დაიტირეს მამაჩემი, როგორც საკუთარი მამა...“ - მანანა ბერიკაშვილი

1647426452
ბიძინი ივანიშვილი და ბერიკაშვილები

2 მარტს საქართველოს თეატრალური უნივერსიტეტის მეტყველების კათედრის პედაგოგი, პროფესორი, საქართველოს საყვარელი მსახიობის, გივი ბერიკაშვილის მეუღლე - ლეილა კაპანაძე გარდაიცვალა.

დედ-მამის სიყვარულის შესახებ ჟურნალ „სარკეს“ მანანა ბერიკაშვილი ესაუბრა:

„დედას ზღვა ენერგია ჰქონდა, ხალისი, განწყობა, სულ სტიმულს გვაძლევდა. გივის წასვლის შემდეგ მოტყდა, მისი სიყვარული, ცხოვრების მთავარი აზრი აღარ ჰქონდა და მას აღარ უნდა სიცოცხლე…

რამდენიმე ათეული წელი გაატარეს ერთად, ჯუჯღუნში, ძირითადად, დედა ჯუჯუღუნებდა. რა თქმა უნდა, ეს გივის ჯანმრთელობაზე ზრუნვით იყო გამოწვეული. როგორც პატარა ბავშვს, ისე უვლიდა მთელი ცხოვრება…“,- განაცხადა მანანა ბერიკაშვილმა.

მანანა ბერიკაშვილი ასევე პასუხობს ჟურნალისტის დასმულ შეკითხვას გივი ბერიკაშვილისა და ბიძინა ივანიშვილის მეგობრობის შესახებ:

„ბატონი ბიძინა ივანიშვილი ძალიან მეგობრობდა მამასთან. ძალიან განიცადა მისი გარდაცვალება. მან და ქალბატონმა ეკამ ისე დაიტირეს, როგორც საკუთარი მამა. მის პატივისცემას და ყურადღებას ალბათ ვერასდროს გადავიხდით…“.

ასევე დაგაინტერესებთ👇

🔵„როცა ბავშვი იატაკზე გაწვა და ფეხებს და ხელებს ურტყამდა იატაკს, ბაბუა ისევ მშვიდად იმავეს იმეორებდა“ - რა მოხდა ერთ-ერთ სუპერმარკეტში

🔵„პოპულარობა რას ცვლის, როგორც ვიყავი, ისევ ისე ვარ. რა ამბიცია, მანქანაც ისეთი მყავს, რომელიც ცოტა ბენზინს წვავს“ - რას ჰყვება ქეთი ხუციშვილი

🔵VIDEO: ნახეთ, როგორ წაიქცა ალექსანდრა პაიჭაძე - „ასე მოვიტეხე ცერა თითი“

წყარო: sarkenews.ge