Digest Logo

„როცა ბავშვი იატაკზე გაწვა და ფეხებს და ხელებს ურტყამდა იატაკს, ბაბუა ისევ მშვიდად იმავეს იმეორებდა“ - რა მოხდა ერთ-ერთ სუპერმარკეტში

1647416924
მაღაზია

სოციალური ქსელის მომხმარებელი თამრო ოქრუაშვილი ერთ-ერთ სუპერმარკეტში შესწრებულ სახალისო ისტორიას ფეისბუკზე გამომწერებს უზიარებს. საქმე ბაბუასა და პატარა შვილიშვილს ეხება, რომელსაც მაღაზიაში ყველაფრის ყიდვა უნდოდა.

„გუშინ სუპერმარკეტში შევესწარი ასეთ სურათს, ჩემს წინ მიდიან ორნი, როგორც ჩანს ბაბუა და შვილიშვილი. ასე 5 წლის ბიჭი. შვილიშვილი ყოველ წამს ყვირის და რაღაცას მოითხოვს, რაზედაც ბაბუა მშვიდად იქნევს თავს და ამბობს „დაწყნარდი, მიშა, უბრალოდ უნდა დაწყნარდე”.

მაშინაც კი, როცა ბავშვი იატაკზე გაწვა და ფეხებს და ხელებს ურტყამდა იატაკს, ბაბუა ისევ მშვიდად იმავეს იმეორებდა - „დაწყნარდი, მიშა, ჩვენ მალე ვიყიდით ყველა პროდუქტს და წავალთ სახლში, სულ ცოტა დარჩა”.

როგორც იქნა სალაროსთან მივიდნენ, შვილიშვილმა დასტაცა ქინდერს ხელი, იატაკზე დაანარცხა და ფეხებით გაჭყლიტა.

ბაბუამ ისევ მშვიდად თქვა იგივე და მოლარესაც უთხრა - ნუ ნერვიულობთ, ქინდერსაც გადავიხდიო.

როგორც იქნა, გავიდნენ გარეთ, ვეღარ მოვითმინე და ბაბუას ვუთხარი, აღფრთოვანებული ვარ თქვენით, როგორ აწყნარებდით მიშას -მეთქი. ბაბუამ - ბავშვს მათე ჰქვია, მიშა ეს მე ვარო..“, - წერს თამრო ოქრუაშვილი.

ასევე დაგაინტერესებთ👇

🔵„პოპულარობა რას ცვლის, როგორც ვიყავი, ისევ ისე ვარ. რა ამბიცია, მანქანაც ისეთი მყავს, რომელიც ცოტა ბენზინს წვავს“ - რას ჰყვება ქეთი ხუციშვილი

🔵VIDEO: ნახეთ, როგორ წაიქცა ალექსანდრა პაიჭაძე - „ასე მოვიტეხე ცერა თითი“

🔵„აგრესია არავისთვის არის მშველელი“ - ქეთა თოფურია საგანგებო მიმართვას ავრცელებს