Digest Logo

ბათუმის საერთაშორისო აეროპორტში ცენტრალური შესასვლელის მსუბუქი გადახურვა დაზიანდა

1740468066
დიდთოვლობის გამო, ბათუმის საერთაშორისო აეროპორტში ცენტრალური შესასვლელის მსუბუქი გადახურვა დაზიანდა

„დიდთოვლობის გამო, ბათუმის საერთაშორისო აეროპორტში, ქალაქის მხრიდან, ცენტრალური შესასვლელის მსუბუქი გადახურვა დაზიანდა“, - აღნიშნულის შესახებ „დაიჯესტს“ ბათუმის საერთაშორისო აეროპორტის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში განუცხადეს.

მათივე ინფორმაციით, შემთხვევის შედეგად არავინ დაზარალებულა.

„არავინ დაშავებულა. რთული მეტეოროლოგიური პირობების გამო რეისები გადადებულია. შესაბამისად, მსუბუქი გადახურვის დაზიანების მომენტში აეროპორტის ტერმინალში არ იყვნენ მგზავრები და არც პერსონალის დიდი ნაწილი. ტავ ჯორჯია ინტენსიურად ატარებს აღდგენით სამუშაოებს“, - აცხადებენ ბათუმის საერთაშორისო აეროპორტში. 
 

⭕ აგრეთვე დაგაინტერესებთ:

🎥 „ეს ყველაფერი ახლა ცუდად მახსენდება და ვნანობ...“ და-ძმა კენჭიაშვილების მხიარული ინტერვიუ

🎥 28 თებერვალს ახალმთვარეობაა - „გვახსოვდეს, რომ ყველაზე ბნელ მომენტშიც კი არის იმის ალბათობა, რომ რაღაც ახალი მოხდება“