
ბათუმისა და ლაზეთის ეპარქია სამძიმრის წერილს აქვეყნებს და იუწყება, რომ გარდაიცვალა წმ.ეკატერინეს სახელობის ტაძრის მღვდელმსახური იოანე სიჭინავა.
სასულიერო პირს მეუღლე და 7 შვილი დარჩა.
„ბათუმისა და ლაზეთის ეპარქია ღრმა მწუხარებას გამოთქვამს წმ.ეკატერინეს სახელობის ტაძრის მღვდელმსახურის მღვდელი იოანე სიჭინავას გარდაცვალების გამო და სამძიმარს ვუცხადებთ განსვენებულის ოჯახს.
მამა იოანე გამოირჩეოდა კეთილ-კრძალულობით, უბრალოებით და მოყვასისადმი სიყვარულით და თავდადებით, ის იყო შვიდი შვილის მამა.
სულმან მისმან კეთილთა შინა განისვენოს და ნათესავმან მისმან დაიმკვიდროს ქვეყანა”,- აღნიშნულია ინფორმაციაში.
აგრეთვე დაგაინტერესებთ:
🔵 „მართლა ცუდად გავხდი, მართლა ხელით მიჭირავს გული“- რას წერს ინგა გრიგოლია
🔵 მარნეულში ნაწამები ცხოველი დაიღუპა - ბრალდებული პირი დაკავებულია