ნანული გუგუნავა ქართველი მწერლის ნოდარ დუმბაძის ცოლია. იგი გადაცემის „სხვა რაკურსი“ სტუმარი იყო, სადაც გარდაცვლილ მეუღლესა და სიყვარულის ისტორიაზე ისაუბრა.
როგორც თავად აღნიშნა, მისი მამა ქორწინების წინააღმდეგი იყო.
ნანა გუგუნავა ამბობს, რომ მეუღლე შვილებზე მეტად უყვარდა:
„ნოდარი პირველად უნივერსიტეტში ვნახე, უბრალოდ მომეწონა, სახეც კი არ დამამახსოვრდა მისი. ძალიან მიყვარდა, ბავშვებისთვისაც კი მაქვს ნათქვამი, ძალიან მიყვარხართ, მაგრამ მამათქვენი უფრო მიყვარს -მეთქი.
არაჩვეულებრივი ქმარი იყო, არაფერზე ვაწუხებდი, არ მახსოვს პურზე მაინც გამეგზავნა. ვუვლიდი როგორც ბავშვს.
ნოდარი სახლში ხელის სათხოვნელად მოვიდა, მამაჩემი ჩემზე გიჟდებოდა და ვერ წარმოაედგინა გავთხოვილიყავი. მეუბნება მამაჩემი, ამ კაცმა მითხრა, ძალიან ღარიბი ვარო, მართლაც ღარიბი იყო, შარვალზე ორი ლატკა ჰქონდა და ნოდარს უთქვამს, გაუბედურებული ოჯახიდან ვარო, მამა დახვრეტილი, დედა გადასახლებული მყავსო. შავი პური მენატრებაო და მამაჩემი მომიბრუნდა და მითხრა, შე დალოცვილის შვილო, ჩემს ხელში თეთრ პურს არ ჭამო და ამ კაცთან შავი პური გინდაო? კი მამა, მინდა -მეთქი.
გავიდა დრო, ერთი შაბათი იყო და თქვა, ხელი უნდა მოვაწეროთ, მეტის მოთმენა აღარ შემიძლიაო. გავიპარეთ. დავიწყეთ ტკბილად ცხოვრება. მამა ვერ შეეგუა იმას, რომ მე გავთხოვდი.
ერთხელ სახლში დავაგვიანე, ნოდარი სახლში იჯდა და ფანჯარასთან მელოდებოდა. ალბათ იეჭვიანა და სანამ ამოვედი, ლოგინში დაწოლილი დამხვდა, ვითომ არაფერი, გამეცინა და ვუთხარი, საეჭვიანო არაფერი გქონდა -მეთქი“, - ამბობს ნანული გუგუნავა.

ასევე დაგაინტერესებთ:
⭕„ეს არის დაფიქრების, დაგეგმვის და რეალური ნაბიჯების დღე...“ - 27 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი