
ხაშურში, 5 ივნისს დატრიალებულმა ტრაგედიამ მთელი ქვეყანა შეძრა. დილის 8 საათზე სამსახურიდან სახლში დაბრუნებულ მამას, ლევან ბარბაქაძეს მისი 9 წლის შვილი, ლუკა ბარბაქაძე გარდაცვლილი დახვდა, ხოლო მისი მეუღლე, ნანა ხიხაძე - უგონოდ. კომატოზურ მდგომარეობაში მყოფი ქალი ჯერ ხაშურის რეფერალურ კლინიკაში მიიყვანეს, შემდეგ კი თბილისის პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში გადმოიყვანეს.
საქმის ახალ დეტალებზე, ოჯახის ახლობლები AMBEBI.GE-სთან ჰყვებიან:
„ჩემი და ნელ-ნელა გამოდის მდგომარეობიდან, არის ანტიდეპრესანტებზე, აქვს დაზიანებები ტვინზე და იღებს წამლებს. ვერ იაზრებს რა ხდება, ბოლო დღეებს ვერ იხსენებს კარგად. ტვინის მკვებავებს იღებს და იქნებ გამოვიდეს მდგომარეობიდან.
რაც შეეხება გავრცელებულ ინფორმაციას, არ ვიცი ვინ და რატომ ავრცელებს.
დაკავებით არ დაუკავებიათ დედამთილი, უბრალოდ ბოლოს (ტრაგედიის დღეს) ერთად იყვნენ და წაიყვანეს დასაკითხად. ჩემი და 12 წელია, გათხოვილია და მსგავსი სიტუაცია ჯერ არ ქონია ოჯახთან. დედამთილზეც რაც ითქვა მე ვერ დავიჯერებ მაგას. ყველა შოკშია, მსგავსი ტრაგედია არ მსმენია არსად, ჩემი სიძე განადგურებულია, ის ყველაზე მეტად მეცოდება, რომ შეესწრო ამ ყველაფერს“, - აღნიშნა ნანა ხიხაძის დამ.
მედიასთან ასევე ისაუბრა გარდაცვლილი ბავშვის მამიდამაც:
„ვრცელდება ბევრი არასწორი ინფორმაცია, ჩვენ ოჯახმა არ ვიცით, რა მოხდა და ხალხი ავრცელებს საშინელ ჭორებს. ექსპერტიზის პასუხებს ველოდებით, 45 დღეში იქნებაო ბავშვის ექსპერტიზის პასუხები, ველოდებით.
ერთი რაც ვიცი, ბავშვს აჯაფსანდალი არ უჭამია, არც დაკონსერვებული საკვები. ბავშვზე ვიტიროთ თუ ასეც ჭორებზე, აღარ ვიცით, თან ჰყვებოდნენ ოჯახის წევრები ლუკაჩოს. რა ტრაგედია დაგვატყდა თავს და ღმერთმა მიხედოს ყველას, ვინც ეს ჭორი გაავრცელა. დედაჩემი ტირის საქვეყნოდ, მომჭრეს თავიო. კვირას გვაქვს ორმოცი. ალბათ ამის მერე მალევე გაირკვევა სიმართლე“, - აღნიშნა მან.
⭕ ასევე დაგაინტერესებთ:
🎥 „როდესაც ბავშვი მამას ჰგავს...“ - სოფია კვინიკაძე ოჯახურ კადრებს გვიზიარებს