ტანმოვარჯიშე ქეთი ხატიაშვილი და დავით კაჭარავა მშობლები გახდნენ. მათ ბიჭი შეეძინათ, რომელსაც ილია დაარქვეს.
ტანმოვარჯიშე მშობიარობის შემდეგ, ტელევიზიაში პირველად გამოჩნდა. იგი გადაცემა „დღის პოსტის“ სტუმარი იყო, სადაც პოსტსამშობიარო კრიზისზე ისაუბრა.
„ბავშვი რომ გავაჩინე, ჯობდა არავინ შემოსულიყო ოთახში. არ მკითხულობდნენ ძალიან ვბრაზდებოდი და ვტიროდი, არავის გიყვარვართ, არ გახსოვართ, მომიკითხავდნენ და ორმაგად ვჩხუბობდი ახლა რატომ მკითხულობთ, ვერ ხედავთ ბავშვს სძინავს და გაღიზიანებული ვარ-მეთქი.
ეს იყო კრიტიკული სამი კვირა, ძალიან დამეხმარა სამსახური. ისე იყო დაგეგმილი ჩვენი დიდი საერთაშორისო ტურნირი, რომ ორ კვირაში მომიწია გასვლა სამსახურში, თორემ დავცოფავდი ყველას.
ანასტასია მიგებდა ყველაზე მეტად, სიცილით ვიხსენებთ ახლა, რომ სულ ხუმრობაში გადაჰქონდათ ყველაფერი.
ბავშვი ძალიან კუნთიანია, ხანდახან მოფერებით ლაშა ტალახაძეს ვეძახით“, - ამის შესახებ ქეთი ხატიაშვილმა გადაცემაში „დღის პოსტი“ ისაუბრა.