Digest Logo

„ბავშვს პირზე ჰქონდა აფარებული და ხელები შებოჭილი, ახლაც ეტყობა ნათითურები. გამტაცებელმა რომ დაინახა უცხო ადამიანი მისდევდა...“ - რას ჰყვება დედა, რომლის შვილსაც იტაცებდნენ

1679556765
ბავშვის გატაცება

5 წლის გოგონას დედა დეტალურად აღწერს, როგორ სცადა ნიღბიანმა მამაკაცმა მისი შვილის გატაცება. ამბავი, რომელსაც დღეს გიყვებით გლდანის მე -7 მიკროში, ერთ-ერთ პარკში, ორი დღის წინ მოხდა . ახლგაზრდა ქალი ჩვენთან საუბრისას ამბობს, რომ 3 მცირეწლოვან შვილს პარკში სათამაშოდ ყოველ დღე უშვებს, თუმცა აქამდე მსგავსი შემთხვევა არ მომხდარა. დედა ამბობს, რომ მამაკაცმა გოგონას გატაცება დაახლოებით, დღის 3 საათზე სცადა, ეს ის დროა როცა პარკში უამრავი ადამიანი იმყოფება. დედის თქმით, სწორედ ამიტომ გადაურჩა მისი შვილი გატაცებას.

12 წლის ალიკა, რომელიც სკვერში 5 წლის დასთან ერთად იმყოფებოდა, მომხდარ დეტალურად იხსენებს. ამბობს რომ მისი დის მიმართულებით სწორედ იმ დროს გაიხედა როცა გოგონა უცხო მამაკაცს მიჰყავდა. მეგობართან ერთად დის დახმარება სცადა, თუმცა მამაკაცთან გამკლავება ძალიან გაუჭირდათ, გამტაცებელი მცირეწლოვან ბავშვებს გამეტებით ურტყამდა. მოზარდებს პარკში მყოფი, უცხო ადამიანი დაეხმარა.

მომხდარიდან რამდენიმე წუთში გოგონას მშობლები პარკში ჩავიდნენ, თუმცა საეჭვო ვერაფერი შენიშნეს.

მშობლებს პოლიციისთვის არ მიუმართავთ, რადგან პარკში სათვალთვალო კამერები გათიშულია და ჩათვალეს რომ აზრი არ ჰქონდა.

„სახეზე აქვს აფარებული ბენდენა, მთლიანად შავები აცვია, მარტო უჩანს თვალები. ბავშვმა ვერ აღწერა და არ ვიცით რა ფერისა აქვს თვალები. ბავშვს პირზე ჰქონდა აფარებული და ხელები შებოჭილი, ახლაც ეტყობა ნათითურები. ეს ის პარკია, სადაც ჩემს შვილებს ყოველდღე ვუშვებ სათამაშოდ. გუშინ წინაც გამოვუშვი, დღის სამ საათზე, სადაც მოხდა მოტაცების მცდელობა. მივარდა ჩემი უფროსი შვილები 8 წლის და 12 წლის, ურტყამდნენ გაუშვი ჩემს დას ხელიო. შემდეგ ერთ-ერთმა ძმაკაცმა უცხო ადამიანი გააჩერა, გამტაცებელმა რომ დაინახა უცხო ადამიანი მისდევდა, დაუწყო ამათ შეურაცხყოფა და მაშინ გაუშვა ჩემს გოგონას ხელი. მოვიდნენ სახლში, ბავშვს პირზე სულ ნათითრები ჰქონდა“, - ამბობს „პალიტრავიდეოსთან“ ბავშვის დედა.

ასევე დაგაინტერესებთ:

🔵მაგდა პაპიძე Georgian Times-ს უჩივის

🔵 „ის შიშველი შემოვიდა. წინააღმდეგობას ვუწევდი, მაგრამ ბევრი ვეღარ ვიბრძოლე, გავშეშდი“ - ბრუკ შილდსმა 30 წლის შემდეგ აღიარა, რომ იგი სექსუალური ძალადობის მსხვერპლი იყო

🔵 კაცი, რომელსაც 400 წლით თავისუფლების აღკვეთა ჰქონდა მისჯილი, სასამართლომ 34 წლიანი პატიმრობის შემდეგ უდანაშაულოდ ცნო

წყარო: www.palitravideo.ge