Digest Logo

კაცი, რომელსაც 400 წლით თავისუფლების აღკვეთა ჰქონდა მისჯილი, სასამართლომ 34 წლიანი პატიმრობის შემდეგ უდანაშაულოდ ცნო

1679307557
აშშ, პატიამრი

მამაკაცი, რომელიც არასწორად იყო იდენტიფიცირებული არ ჩადენილი დანაშაულისთვის, სასამართლომ 34 წლიანი პატიმრობის შემდეგ უდანაშაულოდ ცნო.

ინფორმაციას the guardian-ი ავრცელებს.

როგორც გამოცემას წერს, 57 წლის სიდნი ჰოლმსი 400-წლიან სასჯელს იმ შეიარაღებული ძარცვისთვის იხდიდა, რომელიც არ ჩაუდენია.

მამაკაცი ფლორიდის ციხიდან მას შემდეგ გაათავისუფლეს, რაც განხილვის საბჭომ ხელახლა გამოიკვლია მისი საქმის დეტალები და დაადგინა, რომ ის არასწორად იყო იდენტიფიცირებული.

„ვიცოდი, რომ ეს დღე დადგებოდა. ადრე თუ გვიან" - განუცხადა ჟურნალისტებს ჰოლმსმა, რომელმაც გისოსებს მიღმა 34 წელი გაატარა.

ჰოლმსი 1988 წლის 6 ოქტომბერს დააკავეს და ნაფიც მსაჯულთა სასამართლომ 1989 წელს გაასამართლა.

მას, ბრალად ედებოდა, ორი ბოროტმოქმედის ხელშეწყობა, კერძოდ თითქოს იგი, მძღოლად ემსახურებოდა ორ მამაკაცს, რომლებმაც იარაღის მუქარით ადამიანები დააყაჩაღეს.

ასევე დაგაინტერესებთ:

🔵 „ბევრ რამეში მეც არ დავთანხმებულვარ, მაგრამ ამ ქვეყნის განძი არიან ეს ადამიანები“ - ანი წითლიძე

🔵 „ჩემმა ბიჭმა ყოველი დღისთვის ფილმი დამიტოვა“ - რა ვიდეოს აქვეყნებს ნიკო კვარაცხელიას დედა

🔵 „მეშახტეების მერე, ჟურნალისტებს უსკდებათ გულიო“ - რას ჰყვება ირმა ინაშვილი