ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ მერიაში ძაღლის მიერ დაკბენილი ერთ-ერთი მცირეწლოვანი, თბილისში გადმოჰყავთ. ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს.
დაშავებული ბავშვი ქუთაისში გადაიყვანეს მაგრამ მდგომარეობის სიმძიმის გამო, მას ოპერაცია დღეს თბილისში, იაშვილის კლინიკაში ჩაუტარდება.
ამავე ცნობით, მცირეწლოვანს თავის ქალაზე და კისრის მიდამოებში მძიმე დაზიანებები აქვს მიყენებული.
„ბავშვს თავის უკანა მხარე ფაქტობრივად ამძვრალი აქვს. მძიმედაა. ჯერ უფროს ბავშვს უკბინა, შემდეგ - პატარას. ქუჩის ძაღლია, გადმოგდებული ჰყავს ვიღაცას“, - აცხადებს ადგილობრივი.
აგრეთვე დაგაინტერესებთ: